FM97.5 / LIVE

აწყურთან ავარიის შედეგად რვა ადამიანი დაშავდა

მთავარისიახლე, სამართალი 10.11.2018
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სოფელ აწყურთან ავარიის შედეგად, რვა პირი დაშავდა. ოთხი მათგანი ახალციხის სამედიცინო კლინიკებში გადაიყვანეს.

აწყურთან ავარიის შედეგად რვა ადამიანი დაშავდა

ახალციხე–თბილისის საავტომობილო გზაზე, სოფელ აწყურთან ორი ავტომანქანის შეჯახების შედეგად დაშავებულები ახალციხის სამედიცინო დაწესებულებებში გადაჰყავთ.

სასწრაფო–სამედიცინო სამსახურის ბრიგადამ ორი მგზავრი ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს, მათი მდგომარეობა მძიმეა.

კიდევ ორი პირი კი ახალციხის კლინიკა "იმედშია" გადაყვანილი: "ახლა შემოიყვანეს ორი დაშავებული, მათი მდგომარეობა სტაბილურია. მათთან ექიმები მუშაობენ".

როგორია სხვა დაშავებულების მდგომარეობა ჯერ–ჯერობით უცნობია. ისინი სასწრაფო სამსახურს საავადმყოფოებში ეტაპობრივად შეჰყავთ.

შეგახსენეთ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს, 10 ნოემბერს სოფელ აწყურთან მოხდა. ერთმანეთს მიკროავტობუსი და მსუბუქი მანქანა შეეჯახნენ. შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა.

მომხდარს შინაგან საქმეთა სამინისტრო სისხლის სამართლის კოდექსის 276–ე მუხლის მეხუთე ნაწილით იძიებს, რაც ავტოსაგზაო მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამინის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


05.08.2020 ქართულ ენასა და ლიტერატურაში ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია

05.08.2020 განათლების მინისტრი – სწავლა 15 სექტემბერს საკლასო ოთახებში დაიწყება

05.08.2020 საფეხური: 'ოპიზარი' პროფესიული განათლების მსურველებს სწავლას 16 პროგრამაზე სთავაზობს [აუდიო]

04.08.2020 ბიოლოგიისა და ფიზიკის გამოცდების შედეგები ცნობილია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

05.08.2020 ‘ფინანსები არ გვაქვს’ - ბორჯომის მუზეუმის რეაბილიტაცია გადაიდო

04.08.2020 ხულო-ზარზმის გზის აღდგენისთვის ტენდერში გამარჯვებული გამოვლინდა

04.08.2020 ტურისტულ სეზონზე ბორჯომის მუზეუმი დაკეტილია

31.07.2020 ცოტა რამ გიორგიწმინდაზე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

29.07.2020 მესხების მუსხი [აუდიო]

28.07.2020 წადი ამ ზაფხულს ზააბახას

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

აწყურთან ავტოავარიას ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
აწყურთან ავარიის შედეგად დაშავებული სამი პაციენტი გვიან ღამით თბილისში გადაიყვანეს
აწყურთან ავარიისას დაშავებული  ორი  პაციენტი საავადმყოფოდან გაეწერა
აწყურთან ავარიას შსს–ს თანამშრომელი ემსხვერპლა
აწყურთან მომხდარი ავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა და ერთი დაშავდა
სასწრაფოს და მსუბუქი მანქანის შეჯახების შედეგად დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია
სოფელ აწყურთან მომხდარი ავტოავარიის შედეგად ერთი პირი გარდაიცვალა