FM97.5 / LIVE

ახალქალაქის საოლქო კომისიამ ათი საჩივრიდან შვიდი განიხილა

მთავარისიახლე, არჩევნები 31.10.2018
ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიამ დღეს, 31 ოქტომბერს, ათი საჩივრიდან შვიდი განიხილა და მათ შორის სამი დააკმაყოფილა.

ახალქალაქის საოლქო კომისიამ ათი საჩივრიდან შვიდი განიხილა

საჩივრებს ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისია, დაახლოებით, ნახევარი საათის განმავლობაში იხილავდა. მათი დიდი ნაწილი „მრავალეროვანი საქართველოს“ წარმომადგენელმა ერნა პოღოსოვამ დაწერა. საჩივრების ნაწილის ხელს კი "დემოკრატ კონსერვატორების" წარმომადგენლი არტურ მკოიანი აწერდა.

მკოიანი, N46 ბეჟანოს უბანზე წერდა, რომ მოქალაქეები ხმას პირადობის გარეშე აძლევდნენ, ამას კი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი გოჩა ტალახაძე ტელეფონით იღებდა. ამაზე საუბნო კომისიის თავმჯდომარე გაღიზიანდა და ტალახაძეს ტელეფონი დაუმტვრია. აღნიშნულ საკითხებზე, ბეჟანოს უბნის თავმჯდომარეს განმარტება ჰქონდა წარმოდგენილი, სადაც წერდა, რომ ტალახაძე სამაგიდო სიების გადაღებას ცდილობდა, ამისი უფლება კი არ ჰქონდა. ახალქალაქის საოლქო კომისიამ საუბნო კომისიის თავმჯდომარის პოზიცია გაიზიარა და მკოიანის საჩივარი არ დააკმაყოფილა.

N27 უბანზე საჩივარი ერნა პოღოსოვამ დაწერა. საჩივრის მიხედვით უბანზე კომისიის წევრებს სუფრა ჰქონდათ გაშლილი და ალკოჰოლური სასმელები ელაგათ. ამავე უბნის თავმჯდომარის განმარტებითი ბარათში ეწერა, რომ აღნიშნული ბოთლები არა უბანში არამედ სხვა ოთახში იყო, ამიტომ ახალქალაქის საოლქო კომისიამ ერნა პოღოსოვას მოთხოვნა, დისპილინური სახდელი დაკისრებოდა უბნის თავმჯდომარეს, არ დააკმაყოფილა.

N49 კუმურდოს უბანზე პირადობის გარეშე ხმის მიცემას ეხებოდა, ასევე, პოღოსოვას საჩივარი. აქაც უბნის თავმჯდომარე განმარტებით ბარათში წერდა, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამებოდა, მისი თქმით, უბანზე მხოლოდ ორი კაცი მივიდა პირადობის გარეშე და ორივე მათგანი უკან გააბრუნა. საოლქო კომისიამ ამჯერადაც უბნის თავმჯდომარის პოზიცია გაიზიარა და პოღოსოვას საჩივარი არ დააკმაყოფილა.

N13 უბანზე დაწერილი საჩირვის მიხედვით, შემაჯამებელ ოქმში ციფრია შესწორებული. ამჯერადაც პოღოსოვა თავმჯდომარისა და მდივნისთვის დისციპლინური სახდელის დაკისრებას ითხოვდა. თუმცა, ახალქალაქის საოლქო კომისია უბნის თავმჯდომარის ახსნა–განარტებას დაეყრდნო, რომელშიც ეწერა, რომ შეცდომა დაღლილობის გამო გაეპარათ, ამიტომ საჩივარი არ დააკმაყოფილა.

კომისიამ დღევანდელ სხდომაზე მხოლოდ სამი საჩივარი დააკმაყოფილა. მათ შორის ერთ–ერთი N11 საარჩევნო უბანს ეხებოდა. აქ ნაკადის მომწესრიგებელმა 10 წუთით ოთახი დატოვა. ამის გამო მას შენიშვნა მისცეს.

N37 ხულგუმოს უბანზე კომისიის წევრმა უარი განაცხადა წილისყრის პროცედურებში მონაწილეობის მიღებაზე. საოლქო კომისიამ მას შენიშვნა გამოუცხადა.

ასევე შენიშვნით შემოიფარგლა N1 უბანზე კომისიის წევრის მიმართ კომისია, რომელმაც უბანზე ფუნქციების განაწილებისას წილისყრაში მონაწილეობაზე უარი თქვა.

კომისიამ საოლქოში შესული ერთ–ერთი საჩივარი განუხილველი დაოტვა და განაცხადა, რომ ის არაუფლებამოსიი პირის მიერ იყო შედგენილი. სამი საჩივარის განხილვა კი გადადო.

ახალქალაქის საოლქო კომისიამ ათი საჩივრიდან შვიდი განიხილა

[მარიამ ბარძიმაძე, ახალქალაქი]


30.03.2020 პირველი არხის ეთერში 'ტელესკოლა' დაიწყო

30.03.2020 30 მარტიდან პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

16.03.2020 განათლების სამინისტროს რეკომენდაციები სასწავლო დაწესებულებებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

04.04.2020 4 აპრილს საქართველოში წვიმა, თოვლი და ქარბუქია მოსალოდენლი

03.04.2020 ‘სამხრეთის კარიბჭეს ტელეფონი იციან და ჩვენი არა?!’ – ადიგენის მერის პასუხი აბასთუმნის მოსახლეობას

03.04.2020 წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის რიტუალს 10-15 ადამიანი დაესწრება

03.04.2020 რა შემთხვევაში გააგრძელებენ კომპანიები მუშაობას – ეკონომიკის მინისტრის განმარტება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

წინასწარ ბეჭედდარტყმული ბიულეტენისთვის ახალქალაქში რეგისტრატორს შენიშვნა მისცეს
ნინოწმინდის საოლქომ ორი საჩივრიდან ერთი დააკმაყოფილა
ახალციხის საოლქომ  ცხრა საჩივრიდან ერთი დააკმაყოფილა
ბეჟანოს უბანზე კომისიის წევრს თავმჯდომარემ ტელეფონი გაუტეხა [Video]
ბორჯომის საოლქო კომისიამ 11 საჩივარი განიხილა
ახალქალაქის საოლქომ დარჩენილი ოთხი საჩივარიდან სამი დააკმაყოფილა
ბორჯომის საოლქომ რვა საჩივრიდან მხოლოდ ერთი დააკმაყოფილა