FM97.5 / LIVE

'თავდასხმას ენზელ მკოიანის ძმა ხელმძღვანელობდა' – გიორგი ვაშაძე

მთავარისიახლე, პოლიტიკა 30.10.2018
გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ ახალქალაქში ენმ–ს ოფისზე თავდასხმას "ოცნების" დეპუტატის ენზელ მკოიანის ძმა არტურ მკოიანი ხელმძღვანელობდა.

'თავდასხმას ენზელ მკოიანის ძმა ხელმძღვანელობდა' – გიორგი ვაშაძე

"ეს პიროვნება იდენტიფიცირებულია და ასევე მიმდინარეობს ჩვენი მხრიდან სხვა თავდამსხმელების იდენტიფიცირება. ჩვენი ინფორმაციით, 20-მდე ადამიანი დაესხა შტაბს თავს. ხელკეტებით იყვნენ შეიარაღებულები და სასტიკად არიან ნაცემები. ასევე, ჩვენი ინფორმაციით აბრაჰამ აბრაამიანი შეიძლება გადმოიყვანონ თბილისში იმდენად მძიმე ტრამვები აქვს,“ - ამბობს ვაშაძე რუსთავი 2–თან.

ვაშაძე შსს-ს მიმართავს და საქმის დროული გამოძიებისკენ მოუწოდებს: „მე მინდა მივმართო შსს-ს, პირველ რიგში, მადლობა ვუთხრა, ძალიან ბევრ ღირსეულ პოლიციელს, რომელმაც უარი თქვა პირდაპირი პოლიტიკური დავალებების შესრულებაზე არჩევნების დღეს და აქვე მინდა მივმართო, რომ ხალხო, ეს არის პირდაპირი უკანონობა. მოვითხოვთ, რომ დაუყოვნებლივ დაკავებული იქნას არტურ მკოიანის, ენზელ მკოიანის, თქვენი მაჟორიტარი დეპუტატის ძმა. ასევე, მივმართავ შსს-ს თანამშრომლებს, რომ ნუ შეასრულებთ უკანონო დავალებებს, რომლებსაც თქვენ ალბათ, ახლაც გაძლევენ და პირდაპირ, ბატონ გახარიას მინდა მივმართო, რომ თქვენ ხართ პასუხისმგებელი იმაზე, რომ მოხდება რეაგირება ამ ფაქტთან დაკავშირებით,“ - განაცხადა ვაშაძემ.

ახალქალაქში ოპოზიციის ოთხ წევრს საპრეზიდენტო კანდიდატის საარჩევნო შტაბში ფიზიკურად გაუსწორდნენ. დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა კლინიკაში გადაიყვანეს.

[sknews.ge]


21.09.2020 ახალქალაქის 8 სოფელში მცირე ბიბლიოთეკები მოეწყო

18.09.2020 1046 სტუდენტი სწავლის გასაგრძელებლად სომხეთში დაბრუნდება

18.09.2020 1920 წელი: მესხეთ-ჯავახეთში ახალი სკოლები არსდება

15.09.2020 საფეხური: როგორ იცავენ რეკომენდაციებს ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.09.2020 მეუფე სერაფიმე ჟურნალისტებს – ძალიან აღგზნებულები ხართ

21.09.2020 21 სექტემბერი სომხეთის დამოუკიდებლობის დღეა

21.09.2020 მართლმადიდებელი ეკლესია ღვთისმშობლობას აღნიშნავს

20.09.2020 ‘მე მიმიღეს’

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

16.09.2020 SKამბები: მიქელ თამარათი [აუდიო]

10.09.2020 SKამბები: უშახტოდ დარჩენილი მეორე შახტა [აუდიო]

03.09.2020 SKამბები: თუთუნიდან – სოფლის დაცლამდე [აუდიო]

26.08.2020 SKამბები: წირელი პეტროსიანები [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘ამას ჰქვია ქურდული ოცნება’ – გრიგოლ ვაშაძე ახალქალაქში მომხდარზე [Video]
'ქვეყანაში დაპირისპირების დაწყების მცდელობაა', – ვაშაძე ახალქალაქში ჩავიდა
სუს-მა ენზელ მკოიანის ოჯახის კომპანიის საქმის შესწავლა დაიწყო
'ოცნების' დეპუტატები ახალქალაქში ენზელ მკოიანის მხადასაჭერად ჩავიდნენ
ომბუდსმენი: 'ახალქალაქში ძალადობის ჩამდენების იდენტიფიცირება უნდა მოხდეს'
დეპუტატ ენზელ მკოიანის ძმის მანქანასთან მომხდარ აფეთქებაზე გამოძიება დაიწყო
გრიგოლ ვაშაძე: ‘არჩევნების შედეგებს არ ვცნობთ და ვადამდელ არჩევნებს ვითხოვთ’