FM97.5 / LIVE

სარალიძე დაკავებულია, პარლამენტთან მისი მხარდამჭერი აქცია დაიწყო

მთავარისიახლე, პოლიტიკა, სამართალი 26.10.2018
დღეს, 26 ოქტომბერს, ზაზა სარალიძე პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს. თბილისში, პარლამენტის შენობასთან კი მისი მხარდამჭერები აქციას მართავენ.

სარალიძე დაკავებულია, პარლამენტთან მისი მხარდამჭერი აქცია დაიწყო

დღეს, ზაზა სარალიძე პარლამენტის შენობასთან კარვის გაშლის უფლება არ მისცეს, რასაც მისი მხრიდან სამართალდამცავების მიმართ აგრესია მოჰყვა. სამართალდამცველებმა იგი სსკ–ის 353-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩდენისთვის დააკავეს. აღნიშნული მუხლი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას პატიმრობა ოთხიდან შვიდ წლამდე ემუქრება.

დაკავებულის მხარდასაჭერად პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის ანონსი დღეს ფეისბუქზე გამოჩნდა, მისი ერთ–ერთი ორგანიზატორი სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი იყო.

„იმოქმედე დღეს, ხვალ შეიძლება უკვე გვიანი იყოს! ზაზა სარალიძეს ოთხიდან წლამდე პატიმრობა ემუქრება. ჩვენი უმოქმედობა ახლა ძალადობრივი და უსამართლო სისტემის გამარჯვებაა ჩვენზე, საქართველოს რიგით, დაუცველ, წესიერ მოქალაქეებზე. ნუ დავტოვებთ ზაზა სარალიძეს მარტოს სასტიკი და ყრუ სისტემის წინაშე! ნუ იქნება სულ ერთი! მოდი საქართველოს პარლამენტთან და დაუჭირე მხარი მამას, რომელიც სისტემის უსამართლობის და არაადამიანურობის მსხვერპლი გახდა.“ – ნათქვამია ფეისბუქზე გამოქვეყნებულ პოსტში.

[sknews.ge]


06.04.2020 ‘ეროვნული გამოცდის ფორმატი ან თარიღი არ შეიცვლება’ - მინისტრი

30.03.2020 პირველი არხის ეთერში 'ტელესკოლა' დაიწყო

30.03.2020 30 მარტიდან პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

08.04.2020 სააღდგომო წირვას სომხურ სამოციქულო ეკლესიებში მრევლის გარეშე აღავლენენ

08.04.2020 ბორჯომში ბაზარი და ხილ–ბოსტნეულის მაღაზიები დაიკეტა

08.04.2020 ‘ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მომართვიანობა 25%-ით გაიზარდა’ – NGO ახალციხეში

08.04.2020 ქართული წარმოების პირბადეების გაყიდვა იწყება – რა ფასად და სად შეიძენთ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ზაზა სარალიძეს ბრალი წარუდგინეს
დაპირისპირება პარლამენტთან – ზაზა სარალიძე შეუძლოდ გახდა
პარლამენტთან სარალიძის მხარდამჭერი აქცია განახლდა
ზაზა სარალიძე პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე მივიდა
ლომჯარია – ‘სარალიძე იმყოფება იქ, სადაც თავს გრძნობს უსაფრთხოდ’
პარლამენტთან აქციის მონაწილეებსა და ემზარ კვიციანს შორის დაპირისპირება მოხდა
‘მივდივარ სახლში’  – ზაზა სარალიძე