FM97.5 / LIVE

ოჯახი, რომელშიც სამი შშმ პირია, სოციალურ დახმარებას სამი წელი ელოდა [Video]

მთავარისიახლე, ეკონომიკა, საზოგადოება 10.10.2018
51 წლის მაია ყიფშიძე, ადიგენის სოფელ ბოლაჯურში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სამ შვილს უვლის. ზოგჯერ მიწაზე დღიურად მუშაობს, რომ შვილების პენსიას სხვა შემოსავალიც დაუმატოს. სოციალური დახმარება ოჯახს სამი წლის წინ, ორი ძროხისა და ორი ქათმის გამო მოუხსნეს.

ოჯახი, რომელშიც სამი შშმ პირია, სოციალურ დახმარებას სამი წელი ელოდა [Video]

ბოლაჯურში მისულებს შინ არ დაგვხვდა. კარტოფილის ამოსაღებად იყო წასული, თუმცა ჩვენ გამო სოფელში ნაადრევად დაბრუნდა: „ნათესავს ვეხმარებოდი, ამ გზით მიწევს საჭმლის შოვნა, მე თვითონაც მოვიყვანდი მოსავალს, მაგრამ შვილების დატოვება დიდი ხნით არ შემიძლია“.

24 წლის ლელას ხშირად სახლში კეტავს, რადგან შეიძლება გარეთ გავიდეს და თავს ზიანი მიაყენოს. მუდმივი მეთვალყურეობა სჭირდებათ 27 წლის ნონას და 29 წლის ნანასაც, რომლებიც დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდებიან: „უფროს შვილს ისეთი მდგომარეობა აქვს, საჭმლის ჭმევა რომ ვერ მოვასწრო შეიძლება მოკვდეს, მედიკამენტებიც სულ სჭირდება, უკვე 27 წელია მათ გვერდიდან არ მოვშორებივარ და თვალზე ცრემლი არ შემშრობია".

წლების წინ შვილების თავშესაფარში ჩაბარება სცადა: „1992 წელს კასპის თავშესაფარში წავიყვანე, თუმცა მათ გარეშე ვერ გავძელი და უკან წამოვიყვანე. ახლა უფალს მადლობას ვეუბნები, რომ ჩემ გვერდით არიან. ეს ტვირთი ჩემთვის ღვთის საჩუქარია, ყველა დედას მოვუწოდებ, რომ თავისი შვილი გვერდიდან არასდროს მოიშოროს".

ოჯახს თვეში 200 ლარი მხოლოდ ჰიგიენური საშუალებებისთვის სჭირდება. ამაში შემწეობა ეხმარებოდათ, თუმცა სოციალურად დაუცველის სტატუსი სამი წლის წინ მოუხსნეს: „სოციალური აგენტი რომ იყო, მაღალი ქულა მომცეს ძროხების და ქათმების ყოლის გამო. მას შემდეგ ჩვენი მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა, ძროხაც გავყიდე და ქათმებიც. ჩემს სამ შვილს პირველი ჯგუფის ინვალიდის სტატუსი აქვს, რაშიც 450 ლარს ვიღებთ, ეს ჩვენი ერთადერთი შემოსავალია“.

სოციალური სამსახურიდან დაპირდნენ, რომ ნოემბრიდან დახმარება ისევ დაენიშნებათ. „ახლახან დაბალი ქულა მომივიდა, მითხრეს ნოემბრიდან ისევ გექნება დახმარებაო, სადაც ამდენი ხანი ველოდე, ნოემბრამდეც მოვიცდი", – გვითხრა მაია ყიფშიძემ.



სოციალური მომსახურების სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური 2015 წელს, ოჯახისთვის სოციალურად დაუცველის სტატუსის მოხსნას ასე განმარტავს: „მაშინ ოჯახს სოციალურად დაუცველის სტატუსი სარეიტინგო ქულის დათვლის მეთოდის ცვლილების გამო მოეხსნა. 2018 წელს ყიფშიძემ კიდევ ერთხელ მოგვმართა და ამჯერად თანხის მიმღები ქულა დაუდგინდა, შესაბამისად ოქტომბერში ოჯახს ნაცდური თვეები ერთდროულად 630 ლარის ოდენობით დაერიცხება. ნოემბრიდან კი ყოველთვიურად 210 ლარი“.

სოციალური დახმარება ოჯახს ბევრ პრობლემას მოუგვარებს, თუმცა ზამთრისთვის შეშის ყიდვას არ ეყოფა. მაიასა და მის შვილებს ქველმოქმედების იმედად ყოფნა მაინც მოუწევთ: „მინიმუმ 700 ლარის შეშა გვჭირდება, რომ მე და ჩემმა შვილებმა ზამთარი გადავიტანოთ. ამ ხარჯს ვერაფრით გავწვდები, ყველას ვთხოვ, ვისაც ამის საშუალება აქვს, როგორც შეძლებს დაგვეხმაროს".

[ავთო ინასარიძე, ნანა ინასარიძე - ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

22.10.2020 ნინოწმინდაში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

21.10.2020 ‘ხშირად ჰგონიათ რომ შეღებილია’ – ვალელი ფერმერის იასამნისფერი კომბოსტო [ფოტო/ვიდეო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთში სოციალური დახმარება 405 ოჯახს  შეუწყდა
სოციალურად დაუცველი ოჯახი პროტესტის ნიშნად შვილს სოც.სამსახურში ტოვებს
სხვილისში შვიდსულიან ოჯახს სოციალური დახმარება მოუხსნეს
ოჯახმა, რომელშიც სამი შშმ პირი ცხოვრობს, სამწლიანი ლოდინის შემდეგ დახმარება მიიღო

ვარხანში სოციალურად დაუცველ ოჯახს დახმარება მოუხსნეს[Video]
შშმ ძმის ერთადერთ მომვლელს სოციალური დახმარება მოუხსნეს