FM97.5 / LIVE

გათიშული შუქნიშანი და წაშლილი ‘ზებრა’ – თამარაშვილის ქუჩაზე მოსწავლეებს გზაზე გადასვლა უჭირთ

მთავარისიახლე, საზოგადოება 19.09.2018
ახალციხეში, თამარაშვილის ქუჩაზე, ყოველ დილით, 09:00 საათამდე, მაშინ როცა მოსწავლეები სკოლაში მიდიან, შუქნიშანი გათიშულია. ასფალტზე თითქმის წაშლილია, ქვეითად მოსიარულეებისთვის დახაზული „ზებრაც“.

გათიშული შუქნიშანი და წაშლილი ‘ზებრა’ – თამარაშვილის ქუჩაზე მოსწავლეებს გზაზე გადასვლა უჭირთ

თამარაშვილის ქუჩაზე მცხოვრებლები ამბობენ, რომ დაწყებითი კლასების მოსწავლეებს გზაზე გადასვლა დამოუკიდებლად ყოველ დილით უჭირთ.

„შუქნიშანი 09:00 საათზე ირთვება, მაგ დროს ბავშვები უკვე გაკვეთილზე სხედან. „ზებრაზე“ დახაზულიც აღარ ეტყობა. არადა ყველას არ შეუძლია ყოველ დილით ბავშვის სკოლამდე მიყვანა, ასე კი საფრთხე იქმნება, ბვერი ავიარია ხდება და ძალიან გვეშინია“, – ამბობს მეოთხე კლასელი დაჩის დედა ლია ზედგინიძე, რომელიც თამარაშვილის ქუჩაზე ცხოვრობს.

ყოველ დილით სკოლაში თავად დაჰყავს დაწყებითი კლასების მოსწავლე ნინო გიქოშვილს: „დილით არ მუშაობს შუქნიშანი, ამიტომ მოსწავლეებისთვის გზაზე გადასვლა რთულია. არადა ზუსტად მაგ დროს უნდა იყოს ჩართული, რომ ბავშვები უსაფრთხოდ გადავიდნენ ქუჩაზე“.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში ამბობენ, რომ შუქნიშნები არამხოლოდ თამარაშვილის, არამედ პერიოდულად სხვა ქუჩებზეც ითიშება: „ამ პრობლემის მოსაგვარებლად თბილისიდან ტექნიკური ჯგუფი უკვე მოწვეული გვყავს და უახლოეს დღეებში ჩამოვლენ. რაც შეეხება „ზებრა“ გადასასვლელებს, როგორც კი ქალაქში გზების აღდგენითი სამუშაოები დასრულდება ყველა გადასასვლელი თავიდან დაიხაზება“.

გათიშული შუქნიშანი და წაშლილი ‘ზებრა’ – თამარაშვილის ქუჩაზე მოსწავლეებს გზაზე გადასვლა უჭირთ

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

22.10.2020 ნინოწმინდაში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

21.10.2020 ‘ხშირად ჰგონიათ რომ შეღებილია’ – ვალელი ფერმერის იასამნისფერი კომბოსტო [ფოტო/ვიდეო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში, თამარაშვილის ქუჩაზე თვეზე მეტია შუქნიშანი გათიშულია
ახალი ამბები – 20 სექტემბერი [Audio]
ახალციხეში 7 შუქნიშნიდან 2 არ მუშაობს
ახალციხეში, თამარაშვილის ქუჩაზე მეორე დღეა წყლის მილია დაზიანებული
თამარაშვილის ქუჩაზე მოსახლეობა მოკლე გზით სარგებლობას ითხოვს
ავარია თამარაშვილის ქუჩაზე [ფოტო]
ივერიელის ქუჩის მცხოვრებლები გზაზე სიჩქარის შემზღუდველების გაკეთებას ითხოვენ