FM97.5 / LIVE

ბორჯომის მერიას 10 ახალი თანამშრომელი ჰყავს

მთავარისიახლე, პოლიტიკა 18.09.2018
ბორჯომის მერიაში საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსის წესით, 11 პოზიციიდან 10–ზე კანდიდატები შეირჩა. ახლადდანიშნული თანამშრომლები მუშაობას ხვალიდან, 19 სექტემბრიდან დაიწყებენ.

ბორჯომის მერიას 10 ახალი თანამშრომელი ჰყავს

11 პოზიციაზე გამოცხადებულ კონკურსში, ბორჯომის მერიამ, ოთხი სპეციალისტი, ოთხი სამსახურის ხელმძღვანელი და ორ ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლები შეარჩია. ერთი პოზიცია კი – მერის წარმოამდგენელი სოფელ ტაბაწყურის ადმინისტრაიცულ ერთეულში, ვაკანტური დარჩა.

„ტაბაწყურის ადმინისტრაიცულ ერთეულში კონკურსი თავიდანვე ჩაიშალა. უმაღლეს განათლებას ითხოვდნენ და შემოტანილი განაცხადების მიხედვით ამ მოთხოვნას ვერავინ აკმაყოფილებდა. ამ პოზიციაზე კონკურსი ხელახლა გამოცხადდება“, – გვითხრეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

საკონკურსო კომისიამ 113 განაცხადიდან 25 შეარჩია. გასაუბრება კონკურსანტებთან სამ სექტემბერს გაიმართა.

[მარიამ ბარძიმაძე, ბორჯომი]


06.04.2020 ‘ეროვნული გამოცდის ფორმატი ან თარიღი არ შეიცვლება’ - მინისტრი

30.03.2020 პირველი არხის ეთერში 'ტელესკოლა' დაიწყო

30.03.2020 30 მარტიდან პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

08.04.2020 სააღდგომო წირვას სომხურ სამოციქულო ეკლესიებში მრევლის გარეშე აღავლენენ

08.04.2020 ბორჯომში ბაზარი და ხილ–ბოსტნეულის მაღაზიები დაიკეტა

08.04.2020 ‘ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მომართვიანობა 25%-ით გაიზარდა’ – NGO ახალციხეში

08.04.2020 ქართული წარმოების პირბადეების გაყიდვა იწყება – რა ფასად და სად შეიძენთ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ბორჯომის მერიამ 11 პოზიციაზე კონკურსი გამოაცხადა
ასპინძის მერიაში ცხრა პოზიცია ვაკანტური დარჩა
ბორჯომის მერიაში 11 პოზიციაზე 113 განაცხადი შევიდა
ახალციხის მერიამ 13 პოზიციაზე თანამშრომლები შეარჩია
ახალციხის გამგეობაში 19 პოზიცია ისევ ვაკანტური დარჩა
ადიგენის გამგეობაში საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსი მესამედ ცხადდება
ახალციხის მერიაში 1 პოზიცია ისევ ვაკანტური დარჩა