FM97.5 / LIVE

ურაველში მეწყერსაშიშ ზონაში დაზიანებული გზის აღდგენა არ იგეგმება

მთავარისიახლე, ეკონომიკა, საზოგადოება 06.09.2018
ახალციხეში, სოფელ ურაველთან სამი წლის წინ მეწყერისგან დაზიანებულ გზას რეაბილიტაცია არ ჩაუტარდება. თვითმმართველობაში ამ ეტაპზე არც ალტერნატიული გზის პროექტის გაკეთებას გეგმავენ.

ურაველში მეწყერსაშიშ ზონაში დაზიანებული გზის აღდგენა არ იგეგმება

„პროექტს ვერ მოვამზადებთ, რადგან მეწყერული ზონაა, ბეტონიც რომ დავაგოთ, მაინც დაზიანდება, თუ გზა ჩაიწევს ხრეშით ამოვავსებთ“, – გვითხრეს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

სოფელ ურაველთან ახლოს სამანქანო გზის 150 მეტრიან მონაკვეთზე მეწყერული პროცესები სამი წლის წინ გააქტიურდა. ბეტონის საფარმა ჩაიწია და ამ ადგილზე მანქანების გადაადგილება სახიფათოა.

აღნიშნული გზით ურავლის გარდა, მიმდებარე სოფლის მოსახლეობაც სარგებლობს. ადგილობრივებმა დაზიანებულ მონაკვეთთან ახლოს გრუნტის გზა გაჭრეს და მათი ნაწილი ამ გზით გადაადგილდება.

2015 წელს ახალციხის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის სამსახურში აცხადებდნენ, რომ გზის დაზიანებულ მონაკვეთს კვლევები ჩაუტარდა და მისი აღდგენისთვის, ინფრასტრუქტურის სამინისტროს 515 000 ლარის გამოყოფას სთხოვდნენ. მიუხედავად მათი განმარტებისა, სამი წლის შემდეგაც გზის ეს ნაწილი ისევ დაზიანებულია.

გზის დაზიანებულ მონაკვეთზე, ბეტონის საფართან ახლოს წყლის მილიც გადის, რომლითაც ქალაქი ახალციხე, მინაძე, ჭაჭარაქი და ივლიტა, მარაგდება. მეწყერის გამო საფრთხე ამ მილსაც ექმნება, ის ნებრისმიერ დროს შეიძლება გაწყდეს და მოსახლეობა უწყლოდ დარჩეს. როგორც „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში“ აცხადებენ სამშენებლო სამუშაოებზე ტრენდერი ერთითვეში გამოცხადდება და მილს უსაფრთხო ადგილზე გადაიტანენ.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


06.07.2020 ახალციხის საგამოცდო ცენტრში 7 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

06.07.2020 ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

05.07.2020 ეროვნული გამოცდები და რეკომენდაციები

05.07.2020 6 ივლისიდან პროფესიული კოლეჯები სასწავლო პროცესს განაახლებენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

06.07.2020 სამცხე–ჯავახეთში 9 და 10 ივლისს სეტყვაა მოსალოდნელი

05.07.2020 ხვალ, 6 ივლისს, წყალი შეწყდება კურცხანის წყლით მოსარგებლე სოფლებში

04.07.2020 ‘მთელი მოსავალი განადგურდა’ – სტიქია ახალციხეში [ფოტო]

04.07.2020 სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაცია

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

მსგავს თემაზე

რა ბედი ელის ურაველის დამეწყრილ გზას
მეწყერის გამო, ახალციხის რამდენიმე სოფელს გზის, ქალაქს კი სასმელი წყლის გარეშე დარჩენა ემუქრება
მეწყერსაშიში ზონიდან ახალციხის წყლის ცენტრალურ მილს გადაიტანენ
ახალციხეში, თამარაშვილის ქუჩაზე დაზიანებულ წყლის მილს ხვალ შეაკეთებენ
სოფელ საკირეში მეწყერის შედეგად დაზიანებულ გზას  აკეთებენ
ურაველში ჩახერგილი გზის რეაბილიტაცია დაიწყეს
ახალციხის სოფლებში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება ®