FM97.5 / LIVE

სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი შს მინისტრის ყოფილი მოადგილე იქნება

მთავარისიახლე, პოლიტიკა 19.08.2018
პრემიერ–მინისტრი ხვალ, 20 აგვისტოს შს მინისტრის ყოფილ მოადგილეს ბესიკ ამირანაშვილს სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორად წარადგენს.

სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი შს მინისტრის ყოფილი მოადგილე იქნება
ბესიკ ამირანაშვილს, საქართველოს პრემიერ–მინისტრი მამუკა ბახტაძე კიდევ ხუთი რეგიონის გუბერნატორთან ერთად დაასახელებს.

ბესიკ ამირანაშვილის სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორად დანიშვნის შესახებ ინფორმაცია გუშინ, 18 აგვისტოს "რუსთავი 2"–მა გაავრცელა. თუმცა "სამხრეთის კარიბჭეს" საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადეს, რომ მხარის ახალი ხელმძღვანელის ვინაობა 20 აგვისტოს, პრემიერის ბრიფინგზე გახდებოდა ცნობილი.

ბესიკ ამირანაშვილი 1985 წლის 28 აგვისტოს თბილისში დაიბადა;

2007 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი;

2007-2008 წლებში იყო თბილისის საერთაშორისო აეროპორტის საავიაციო უშიშროების სამსახურის ინსპექტორი;

2008 წელს შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს ისანი-სამგორის სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი;

2008-2009წწ. შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის მეორე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი;
2009-2011წწ. შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს პირველი განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელი; დეტექტივ-გამომძიებელი;

2011-2012წწ. შსს-ს მცხეთა-მთიანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს დუშეთის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე;

2012-2013წწ. შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე; 2013-2014წწ. შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსი;
2014-2015წწ. შსს-ს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსი;

2015 წელს შსს-ს აჭარის ა/რ მთავარი სამმართველოს უფროსი; 2015-2016წწ. შსს-ს აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი;

2016–2017 წლებში იყო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე;

ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.

შეგახსენებთ, რომ 26 ივლისს პრემიერმა 5 რეგიონის - სამცხე - ჯავახეთის, შიდა ქართლის, მცხეთა - მთიანეთის, სამეგრელო- ზემო სვანეთის და ქვემო ქართლის გუბერნატორები თანამდებობებიდან გაათავისუფლა.რამდენიმე თვე გუბერნატორის ადგილი ვაკანტური იყო იმერეთის რეგიონშიც.

[sknews.ge]


23.09.2020 საფეხური: ბორჯომის ბაღებში სწავლის დაწყების ნებართვას ელოდებიან [აუდიო]

21.09.2020 სამცხე-ჯავახეთის 20 სკოლაში 25 ვაკანტური ადგილია

21.09.2020 ახალქალაქის 8 სოფელში მცირე ბიბლიოთეკები მოეწყო

18.09.2020 1046 სტუდენტი სწავლის გასაგრძელებლად სომხეთში დაბრუნდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

22.09.2020 1 აშშ დოლარის ღირებულება 3.25 ლარი გახდა

22.09.2020 სამცხე–ჯავახეთში წვიმა და ელჭექია ნავარაუდევი – კვირის პროგნოზი

22.09.2020 GMPP–ის შესარჩევი კონკურსი რეგიონული ონლაინ მედიისთვის

21.09.2020 როცა პანდემიაა და სამცხე-ჯავახეთში ჯანდაცვის რგოლი დუმს - ვინ და რატომ არ აკეთებს კომენტარს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

23.09.2020 SKამბები: 'მრავალგვაროვანი' კლდე [აუდიო]

16.09.2020 SKამბები: მიქელ თამარათი [აუდიო]

10.09.2020 SKამბები: უშახტოდ დარჩენილი მეორე შახტა [აუდიო]

03.09.2020 SKამბები: თუთუნიდან – სოფლის დაცლამდე [აუდიო]

მსგავს თემაზე

შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე იქნება
სამცხე–ჯავახეთის საპატრულო პოლიციას ახალი უფროსი ჰყავს
რუსთავი 2: სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი ბესიკ ამირხანაშვილი იქნება
პრემიერმა ბესიკ ამირანაშვილი სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორად წარადგინა
სამცხე–ჯავახეთის ახალი გუბერნატორი მუშაობას ხვალიდან შეუდგება
შსს შალვა აბულაძის დაკავებას ადასტურებს
ახალ გუბერნატორს სამცხე–ჯავახეთში სოზარ სუბარი წარადგენს