FM97.5 / LIVE

რუსთავი 2: სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი ბესიკ ამირხანაშვილი იქნება

მთავარისიახლე, პოლიტიკა 18.08.2018
ტელეკომპანია 'რუსთავის 2'–ის ინფორმაციით, სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორად ბესიკ ამირხანაშვილი ინიშნება. მას, ხუთი რეგიონის გუბერნატორთან ერთად, პრემიერი 20 აგვისტოს წარადგენს.

რუსთავი 2: სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი ბესიკ ამირხანაშვილი იქნება
სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორთან ერთად, კიდევ ხუთი რეგიონის გუბერნატორის ვინაობა დასახელდა.სამეგრელოს გუბერნატორად ალექსანდრე მოწერელია ინიშნება, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი შალვა კერესელიძე ხდება, ქვემო ქართლს შოთა რეხვიაშვილი, შიდა ქართლს ალეკო ხოჯევანიშვილი, ხოლო იმერეთს შავლეგო ტაბატაძე უხელმძღვანელებს.

"სამხრეთის კარიბჭეს" მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადეს, რომ გუბერნატორების ვინაობა ორშაბათს, 20 აგვისტოს გახდება ცნობილი–"რუსთავი 2" არ არის ინფორმაციის წყარო, ჩვენ არაფერს არ ვადასტურებთ, დაელოდეთ პრემიერ–მინისტრის ბრიფინგს ორშაბათს".

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, გუშინ 17 აგვისტოს მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რომ რეგიონებში ახალ გუბერნატორებს ორშაბათს წარადგენდა.

26 ივლისს პრემიერმა 5 რეგიონის - სამცხე - ჯავახეთის, შიდა ქართლის, მცხეთა - მთიანეთის, სამეგრელო- ზემო სვანეთის და ქვემო ქართლის გუბერნატორები თანამდებობებიდან გაათავისუფლა. რამდენიმე თვე გუბერნატორის ადგილი ვაკანტური იყო იმერეთის რეგიონშიც.

[sknews.ge]


15.10.2020 უნივერსიტეტებს შეუძლიათ ლექციები 19 ოქტომბრიდანაც დისტანიურად ჩაატარონ – გახარია

13.10.2020 საფეხური: მესხეთის თეატრი – პანდემიისგან შექმნილი პრობლემები და სამომავლო გეგმები [აუდიო]

12.10.2020 ჭეჭლასა და დიდ ზანავში სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა

12.10.2020 ახალციხის ბაღებში სწავლა განახლდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

19.10.2020 როგორ შეიძლება გაზის მომსახურების საფასურის გადახდა ახალციხეში

19.10.2020 momxmarebeli.ge: 15 სარეცხ საშუალებაში ფორმალდეჰიდი აღმოჩნდა, ორში ტყვია

18.10.2020 წირვა–ლოცვის შემდეგ ტაძრებში უნდა ჩატარდეს დეზინფექცია – საპატრიარქო

18.10.2020 მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა გრიგოლ ხანძთელის ხსენების დღეს აღნიშნავს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

01.10.2020 SK ამბები: მინაძე [აუდიო]

მსგავს თემაზე

პრემიერმა ბესიკ ამირანაშვილი სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორად წარადგინა
პრემიერი სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორს სამ დღეში წარადგენს
სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი შს მინისტრის ყოფილი მოადგილე იქნება
მამუკა ბახტაძე: გუბერნატორებს უახლოეს მომავალში წარვადგენთ
ახალ გუბერნატორს სამცხე–ჯავახეთში სოზარ სუბარი წარადგენს
სამცხე–ჯავახეთის ახალი გუბერნატორი მუშაობას ხვალიდან შეუდგება
სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი თანამდებობიდან გაათავისუფლეს