FM97.5 / LIVE

აბასთუმანში მათ, ვისი სახლების რეაბილიტაციაც იგეგმება, დროებით შენობების დატოვება მოუწევთ

მთავარისიახლე, ეკონომიკა 16.08.2018
აბასთუმანში მათ, ვისი სახლების რეაბილიტაციაც უნდა ჩატარდეს, დროებით საცხოვრებლად სხვაგან გადაიყვანენ, თუმცა, ჯერ ასეთი ოჯახების ზუსტი რაოდენობა განსაზღვრული არაა.

აბასთუმანში მათ, ვისი სახლების რეაბილიტაციაც  იგეგმება, დროებით შენობების დატოვება მოუწევთ

კურორტ აბასთუმანში, რუსთაველის ქუჩაზე, ექვსი ისტორიული შენობის აღდგენა მიმდინარეობს.

„ექვსივე სახლზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ერთდროულად ტარდება. ვაკეთებთ სახურავებს, ვაპირკეთებთ ფასადებს. მუშაობას სექტემბრის ბოლოს დავასრულებთ, მაგრამ შემდეგ ეტაპს როდის დავიწყებთ, ვერ გეტყვით. მერე ისეთი სახლების რეაბილიტაციას უნდა ჩატარდეს, რომლებშიც ადგილბორივები ცხოვრობენ და მათი გადაყვანა როგორ მოხერხდება ვერ გეტყვით “, – ამბობს მშენებელი კომპანიის შპს „ერისიმედის“ სამუშაოების მწარმოებელი გელა ყოლბაია.

აბასთუმანში სამუშაოების დამკვეთი „მუნიციპალური განვითარების ფონდია“. უწყებაში აცხადებენ, რომ სამუშაოების წარმოება ეტაპებად დაყოფილი არ არის და შემდეგი სახლების რეაბილიტაცია მაშინვე გაგრძელდება, როგორც კი ექვსი შენობის რემონტი დასრუდლება: „იმ სახლების ნაწილიდან, რომლებსაც რეაბილიტაცია უნდა ჩაუტარდეთ, ადგილბორივების გამოყვანა აუცილებელია. თუმცა, არის ისეთი სახლები, სადაც რემონტის მიმდინარეობისას დარჩებიან თუ არა, ეს მათ სურვილზეა დამოკიდებული“.

თუ რამდენ ოჯახს მოუხდება დროებით გასახლება, ან სად მოუწევთ მათ სარეაბილიტაციო სამუშაოებისას ცხოვრება, ამ შეკითხვებზე პასუხებს „მუნიციპალური განვითარების ფონდი“ წერილობით მოგვაწვდის.

ამ დროისთვის აბასთუმანში 40–მდე მუშაა დასაქმებული. სარეაბილიტაციო სამუშაოები აქ აპრილის ბოლოს დაიწყო. კურორტზე რეაბილიტაცია სულ 18 ისტორიულ შენობას უნდა ჩაუტარდეს. სამუშაოებისთვის 3 715 305 ლარია განსაზღვრული.

სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, პროექტი ითვალისწინებს ძველი დაზიანებული სახურავების, ხის სახურავების და კონსტრუქციების, კარებებისა და ფანჯრების, დაზიანებული იატაკების, აივნების ჭერის და კიბეების დემონტაჟს. რეაბილიტაციის შედეგად სახლები გადაიხურება თუნუქის ახალი სახურავებით, ხოლო მოჩუქურთმებული ხის აივნების დაზიანებულ ნაწილებს მსგავსი დეტალებით ჩაანაცვლებენ. რეაბილიტაცია ჩაუტარდება ამ სახლებს შორის მდებარე ბულვარებსაც, ტროტუარები ბაზალტის ფილებით მოპირკეთდება, ასევე, მოეწყობა ღამის განათება.

რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო რეაბილიტირებული საკუთრების მოვლა პატრონობის თაობაზე მესაკუთრეებთან ხელშეკრულებებს გააფორმებს.

[ლუბა გიორგაძე, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

22.10.2020 ნინოწმინდაში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

21.10.2020 ‘ხშირად ჰგონიათ რომ შეღებილია’ – ვალელი ფერმერის იასამნისფერი კომბოსტო [ფოტო/ვიდეო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

აბასთუმანში ისტორიული სახლების რეაბილიტაცია 4 თვეში დასრულდება [ფოტო]
აბასთუმანში ისტორიული სახლების რეაბილიტაციის გამო 20 ოჯახია გასახლებული
აბასთუმანში ისტორიული სახლების რეაბილიტაცია დაიწყო
აბასთუმანში სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო სახლებს დროებით 20 ოჯახი დატოვებს
მგფ: აბასთუმანში 18-დან 17 ისტორიული სახლის რეაბილიტაცია დასრულდა
აბასთუმანში სარეაბილიტაციო სახლების დატოვება ოქტომბრიდან მოუწევთ [Video]
აბასთუმანი ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]