FM97.5 / LIVE

ნინოწმინდაში ქართული ენის შემსწავლელი კურსები გაიხსნება

მთავარისიახლე, განათლება 27.07.2018
ნინოწმინდაში, ეთნიკურად სომეხი სასულიერო პირებისა და ადგილობრივი მოსახლეობისათვის, სურბ სარქისის ეკლესიაში ქართული ენის შემსწავლელი კურსები გაიხსნება.

ნინოწმინდაში ქართული ენის შემსწავლელი კურსები გაიხსნება
დღეს, 27 ივლისს სპეციალური კურსების გახსნის შესახებ ინიციატივა, ნინოწმინდის მოსახლეობას, შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა გააცნო.

„დღეს ჩამოვედი იმისათვის, რომ დაგიდასტუროთ ჩვენი სრული მზაობა, მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ ქართული ენის ცოდნის დონის გაუმჯობესებას კონკრეტული ნაბიჯებით და თქვენთან ერთად დავძლიოთ ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა“, – განაცხადა შეხვედრაზე ქეთევან ციხელაშვილმა.

მინისტრის განმარტებით, სახელმწიფო ენის ფლობა, არამხოლოდ სამცხე-ჯავახეთში, არამედ ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სხვა რეგიონებშიც, კვლავ გამოწვევად რჩება – „ეს ჯერ კიდევ არის ერთ-ერთი ბარიერი, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს მოქალაქეთა სრულფასოვან მონაწილეობას ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. საქართველო არის ქვეყანა, სადაც თითოეული მოქალაქე, მიუხედავად ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილებისა, არის თანასწორი. თანასწორობა კი, გულისხმობს ჩართულობას და ინფორმირებულობას“.

ნინოწმინდაში გამართულ შეხვედრას, სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიის, სურბ სარქისის ეკლესიის მღვდელ მსახურები და ადგილობრივი მოსახლეობა, ასევე თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.

„ეს კურსები ძალიან მნიშვნელობავი იქნება, იმიტომ რომ ჩვენ დავიბადეთ საქართველოში და ვალდებულები ვართ, რომ ვიცოდეთ სახელმწიფო ენა. ახალი პროექტი, დაგვეხმარება ქართული ენის კარგად შესწავლაში“, – განაცხადა მღვდელმა ღევოთ კოპაშიანმა.

ქართული ენის შემსწავლელი სპეციალური კურსები, სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივითა და ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის მხარდაჭერით, მიმდინარე წლის სექტემბერში დაიწყება.

ნინოწმინდაში ქართული ენის შემსწავლელი კურსები გაიხსნება

[ლუბა გიორგაძე, ნინოწმინდა]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

22.10.2020 ნინოწმინდაში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

21.10.2020 ‘ხშირად ჰგონიათ რომ შეღებილია’ – ვალელი ფერმერის იასამნისფერი კომბოსტო [ფოტო/ვიდეო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ჯავახეთში მოსახლეობას შეხვდება
ქეთევან ციხელაშვილი ახალქალაქის პირველ საჯარო სკოლას ესტუმრა
ეთნიკურმა უმცირესობებმა ქართული ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატები მიიღეს
საფეხური:სახელმწიფო ენის სწავლება სამცხე–ჯავახეთში [აუდიო]


‘სახელმწიფო ენა სასულიერო პირებისთვის’ - განხორციელდება თუ არა პროექტი სამცხე-ჯავახეთში
ჯავახეთის საჯარო მოხელეებს სახელმწიფო ენას შეასწავლიან
სამცხე–ჯავახეთში  სახელმწიფო პროგრამების შესახებ საინფორმაციო კამპანია იწყება