FM97.5 / LIVE

2019 წლიდან არაიდენტიფიცირებული ცხოველის რძე აღარ გაიყიდება

მთავარისიახლე, საზოგადოება 20.07.2018
2019 წლის პირველი იანვრიდან რძის მიმღები საწარმოები არაიდენტიფიცირებული ცხოველის რძეს აღარ ჩაიბარებენ. ახალი რეგულაციები, დღეს, 20 ივლისს სამცხე–ჯავახეთში მცხოვრებ ფერმერებს და მეწარმეებს გააცნეს.

2019 წლიდან არაიდენტიფიცირებული ცხოველის რძე აღარ გაიყიდება

შეხვედრა ახალციხეში გაიმართა და მას გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის წარმომადგენლები უძღვებოდნენ.

„ამ ცვლილების ერთ-ერთ უმთავრეს მიზანს წარმოადგენს რძის და რძის პროდუქტების მომხმარებელთა დაცვა. რძის გადამამუშავებელი საწარმოები ჩაიბარებენ რძეს მხოლოდ იმ ფერმერებისგან, რომელთა ცხოველები იდენტიფიცირებულია შესაბამისი საყურე ნიშნებით, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ ცხოველზე განხორციელებულია სახელმწიფო კონტროლი, იგი ვაქცინირებულია და შემოწმებულია ვეტერინარის მიერ, რასაც მინიმუმადე დაჰყავს ზოონოზური ანუ ცხოველიდან ადამიანზე გადამდები დაავადებების რისკი“, - ამბობს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პროგრამის ხელმძღვანელი მიხეილ სოხაძე.

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის კომუნიკაციების ოფიცრის ნინო თოფურიძის თქმით, დღევანდელი შეხვედრის მთავარი მიზანი ისაა, რომ ფერმერებს ახალი რეგულაციების შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ: „2019 წლამდე მათ უნდა მიმართონ სურსათის ეროვნულ სააგენტოს და მომზადებული შეხვდნენ ცვლილებას“.

მეწარმე ტრისტან ციხელაშვილი ფიქრობს, რომ ახალ რეგულაციების ამოქმედება სურსათის წარმოების უსაფრთხოების კუთხით მნიშვნელოვანია: „რძის საწარმო გვაქვს და ასე მარტივად გავიგებთ თუ ვინ მოიყვანა დაავადებული პირუტყვი და რა სჭირდა მას, ამიტომ პრობლემაც მალე აღმოიფხვრება“.
იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და ვაქცინაციის პროგრამის ფარგლებში, საქართველოში მობინადრე ყველა ფერმერის წვრილფეხა და მსხვილფეხა საქონელს სახელმწიფო ვეტერინარი წელიწადში 2-ჯერ უტარებს უფასო ვაქცინაციას (ჯილეხი, ბრუცელოზი, ცოფი და სხვ...) და ახდენს საქონლის იდენტიფიკაციას საყურე ნიშნებით. ვაქცინაციისა და იდენტიფიკაციის პროგრამისთვის სახელმწიფო ყოველწლიურად 4.5 მილიონ ლარს ხარჯავს, აღნიშნული სერვისები კი ფერმერებისთვის სრულიად უფასოა.

[ავთო ინასარიძე, ახალციხე]


06.04.2020 ‘ეროვნული გამოცდის ფორმატი ან თარიღი არ შეიცვლება’ - მინისტრი

30.03.2020 პირველი არხის ეთერში 'ტელესკოლა' დაიწყო

30.03.2020 30 მარტიდან პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

07.04.2020 დაიხურება თუ არა ახალციხის ბაზარი

07.04.2020 ‘დემოკრატ ქალთა საზოგადოების’ ექიმები პერსონალური დაცვის საშუალებებით აღიჭურვნენ

07.04.2020 ახალციხელი ახალგაზრდა, რომელიც უმუშევარი დარჩა დახმარებას ითხოვს [ვიდეო]

07.04.2020 ‘აგრარული ბაზრები მითითებული სტანდარტების მიხედვით შეძლებენ ფუნქციონირებას' – ლევან დავითაშვილი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

პირუტყვის სასაკლაოზე დასაკლავად ახალი რეგულაციები ამოქმედდება
შვეიცარიის დელეგაციამ ახალციხეში სურსათის სააგენტოს ლაბორატორია დაათვალიერა
ასპინძის მუნიციპალიტეტში რძის გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნა
FAO–მ სოფლის მეურნეობის პროდუქტების საბაზრო ფასების მონიტორინგი დაიწყო
ბრუცელოზის საწინააღმდეგო ღონისძიებები სამცხე-ჯავახეთში
სამცხე–ჯავახეთში რძის გადამამუშავებელი საწარმოები აშენდება
როგორ მუშაობს ადიგენში რძის გადამამუშავებელი საწარმოები