FM97.5 / LIVE

ახალციხის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარედ გია ბერაია დაინიშნა

მთავარისიახლე, სამართალი 16.07.2018
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, ახალციხის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი მოსამართლე გია ბერაია გახდა.

ახალციხის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარედ გია ბერაია დაინიშნა

ამ დრომდე ახალციხის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობას, მოსამართლე გიორგი ლონდარიძე ასრულებდა.

გია ბერაია ახალციხის რაიონულ სასამართლოში 2009 წლიდან მუშაობს.

ბიოგრაფია


იგი 1970 წლის 3 ივლისს ჩოხატაურში, სოფელ საჭამიასერში დაიბადა.

1987 წელს დაამთავრა ამავე სოფლის საშუალო სკოლა. 1988-1990 წლებში მსახურობდა საბჭოთა კავშირის შეიარაღებულ ძალებში.

1997 წელს დაამთავრა საქართველოს განათლების სამინისტროს ქუთაისის სამართლისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

2000-2004 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვანის შს რაიგანყოფილებაში. მინიჭებული აქვს პოლიციის ლეიტენანტის წოდება.

2004-2005 წლებში მუშაობდა ადვოკატად, იყო საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი.

2005 წლის 28 ნოემბრიდან 2006 წლის 20 თებერვლამდე მუშაობდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ქუთაისის მერვე დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვის უფროს ინსპექტორად.

2006-2009 წლებში იყო ხარაგაულის რაიონული სასამართლოს მოსამართლე და მივლინებით მუშაობდა ბორჯომის რაიონული სასამართლოს მოსამართლედ, 2008 წლიდან კი ამავე სასამართლოს თავმჯდომარედ.

2009 წლიდან არის ახალციხის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ბორჯომის მუნიციპალიტეტში.

2011-2012 წლებში კითხულობდა ლექციას სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

2016 წლის თებერვლიდან არის ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.

[sknews.ge]


15.10.2020 უნივერსიტეტებს შეუძლიათ ლექციები 19 ოქტომბრიდანაც დისტანიურად ჩაატარონ – გახარია

13.10.2020 საფეხური: მესხეთის თეატრი – პანდემიისგან შექმნილი პრობლემები და სამომავლო გეგმები [აუდიო]

12.10.2020 ჭეჭლასა და დიდ ზანავში სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა

12.10.2020 ახალციხის ბაღებში სწავლა განახლდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.10.2020 ‘ბორჯომი’ მეოთხე ლიგის ჯგუფში დაწინაურდა

16.10.2020 ახალგაზრდობის სააგენტომ ბორჯომში ‘მუნიციპალური ახალაგზრდული საქმიანობა’ დაიწყო

15.10.2020 როგორ იმუშავა და რას გეგმავს DMO სამცხე–ჯავახეთში ტურიზმის განვითარებისთვის

15.10.2020 ევროპის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისების აღდგენა იგეგმება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

01.10.2020 SK ამბები: მინაძე [აუდიო]

მსგავს თემაზე

გოჩა ჯეირანაშვილი ახალციხის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარედ დაინიშნა
გიორგი ლონდარიძემ მოსამართლის პოსტი დატოვა
მოსამართლე გია ბერაიამ ახალციხის რაიონული სასამართლო დატოვა
ახალციხის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე სააპელაციოში გადადის
ახალციხის რაიონულ სასამართლოს ორი მოსამართლე ტოვებს
გია ბერაია უვადო მოსამართლედ დაინიშნა
გოჩა ჯეირანაშვილი ახალციხის რაიონულ სასამართლოში დაბრუნდა