FM97.5 / LIVE

იცავენ თუ არა ახალციხის სალონებში ჰიგიენურ ნორმებს არავინ აკონტროლებს

მთავარისიახლე, საზოგადოება 03.07.2018
ახალი ტექნიკური რეგლამენტის ამოქმედებიდან ორი წელი გავიდა, თუმცა იცავენ თუ არა დაწესებულ რეგულაციებს ახალციხის სალონებში, ჯერ არ შემოწმებულა.

იცავენ თუ არა ახალციხის სალონებში ჰიგიენურ ნორმებს არავინ აკონტროლებს

სილამაზის სალონებისთვის ახალი ტექნიკური რეგლამენტი 2016 წლის ინავარში ამოქმედდა, ოქტომბრიდან კი ახალი რეგულაციების გათვალისწინება ყველა სალონისთვის სავალდებულო გახდა. ამავე პერიოდში ქალაქ ახალციხის საკრებულომ ახალციხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს დაავალა, რომ სალონები შეემოწმებინა.

„ეს მხოლოდ სიტყვიერი დავალება იყო და დოკუმენტურად არ დადასტურებულა. საკრებულომ უნდა დაამტკიცოს შემოწმების კითხვარი, ასევე, შემოწმების და დაჯარიმების აქტის ნიმუშები. ამ ყველაფრის ძალაში შესვლის შემდეგ კი ჩვენ გვექნება უფლება შევიდეთ სალონებში და კონტროლი გავუწიოთ, ისე ამას ვერ გავაკეთებთ“, – ამბობს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ფატი ხაბულიანი.

2016 წელს ქალაქი და თემი ჯერ კიდევ ცალ–ცალკე იყო, თუმცა ვერც მაშინ და ვერც მუნუციპალიტეტების გაერთიანების შემდეგ, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურმა საკრებულოს მიერ დამტკიცებული აქტები ვერ მიიღო.

„ამ აქტების გარეშე კონტროლის უფლება არ გვაქვს, თორემ სალონების შემოვლას და იქ დასაქმებულებისთვის რეკომენდაციების მიცემას ყოველთვის ვახორციელებთ“, – აცხადებს ხაბულიანი.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ამბობენ, რომ სალონების კონტროლისთვის შესაბამისი დოკუმენტის შემუშავება ქალაქისა და თემის გაერთიანებასთან დაკავშირებული პროცედურების გამო გაჭიანურდა. თუმცა, დადგენილება, დასამტკიცებლად საკრებულოს მერიამ უნდა გადაუგზავნოს. დოკუმენტზე მუშაობის პროცესი კი როგორც მერიაში ამბობენ დაწყებულია: „მალე გადავუგზავნით საკრებულოს დასამტკიცებლად და სალონების კონტროლიც მალევე დაიწყება“.

ახალციხის მუნიციპალიტეტში 30–მდე სალონში 100–მდე პირია დასაქმებული. მათ ნაწილმა ტექნიკური რეგლამენტის ძალაში შესვლის შემდეგ კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება, რაც ჰიგიენურ–სანიტერული ნორმების დაცვასთანაა დაკავშირებული დაიწყო, ნაწილში კი ვითარება უცვლელია.

„ჩვენ ყველა ნორმას ვიცავთ“, – გვითხრეს ახალციხის ცენტრალურ პარკში მდებარე სილამაზის სალონში, თუმცა შეკითხვაზე, თუ სად ედოთ სტერილიზატორი გვიპასუხეს – „გადით აქედან, მე აქ არ ვმუშაობ“.

სალონ „პოდიუმის“ სტილისტი ეკა წამალაიძე ამბობს, რომ სტერილიზატორი შეიძინეს, თუმცა, ერთჯერადი ტილოები ვერა: „ერთჯერად ტილოებს თუ ვიყიდით ფასი უნდა გავაძვიროთ, ამიტომ ვიყენებთ იმას რაც გვაქვს, ოღონდ ყოველდღე ვრეცხავთ და ვაუთოვებთ“.

ახალი რეგულაციების შესაბამისად სალონებში ინვენტარის განახლებამ მომსახურების ღირებულება ერთი ლარით გაზარდა.

„სალონში დასაქმებულები მოიჯარესთან ერთად შევთანხმდით და ყველა საჭირო ინვენტარი შევიძინეთ. ხარჯი დიდი იყო, ამიტომ ფასები ყველა მომსახურებაზე საშუალოდ ერთი ლარით დავუმატეთ“, – ამბობს სილამაზის სალონის, „ქვინის“ თანამშრომელი ევგენია მინასიანი.

იცავენ თუ არა ახალციხის სალონებში ჰიგიენურ ნორმებს არავინ აკონტროლებს

შეგახსნებთ, რომ ორი წლის წინ დამტკიცებული რეგულაციების მიხედვით, თუ აქამდე დეზინფექცია გაკეთებულ იარაღებს, არასტერილურის გვერდით, ან არასტერილურ ზედაპირზე დებდნენ, ასე ვეღარ გააკეთებენ. ოთახში არა მხოლოდ კედლები და იატაკი, ავეჯიც ისეთი გლუვი უნდა იყოს, რომ ადვილად ირეცხებოდეს. თუ აქამდე მათ მხოლოდ წყლით წმენდნენ, ახლა სადეზინფექციო საშუალებებით დამუშავება უწევთ.

ოპერატორები ვალდებულები არიან ყველა იარაღის სტერილიზაციის შესახებ სპეციალურ ჟურნალში ასახონ. ის კი, რასაც ვერ გაასტერილებენ, ერთხელ გამოიყენონ. ყველა პროცედურის წინ ხელი დაიბანონ და ასევე, რიგ შემთხვევებში ხელთათმანით იმუშაონ. გარდა ამისა, ნარჩენებისთვის სპეციალური ურნები შეიძინონ. რეგლამენტის მიხედვით, სალონებში დაგროვილი ნარჩენი ისევე უნდა გაუნებელყოფდეს, როგორც სამედიცინო.

იცავენ თუ არა ახალციხის სალონებში ჰიგიენურ ნორმებს არავინ აკონტროლებს

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


09.07.2020 ახალციხეში უფროსი, წამყვანი და მენტორის სტატუსის მქონე პედაგოგებს სერტიფიკატები გადასცეს

08.07.2020 ეროვნულ გამოცდაზე 10 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

07.07.2020 საფეხური: ეთნიკურ უმცირესობებთან მძიმე მდგომარეობაა – მანანა რატიანი მასწავლებელთა სერთიფიცირებაზე

07.07.2020 ეროვნული გამოცდების მეორე დღეს 8 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

09.07.2020 უმუშევრად დარჩენილებისათვის კომპენსაციის მისაღებად რეგისტრაციის ვადა გახანგრძლივდა

09.07.2020 ახალციხეში სურსათის მაღაზიაში გაჩენილ ხანძარზე გამოძიება დაიწყო [ვიდეო]

09.07.2020 ღია სივრცეებში კულტურული ღონისძიებების ჩატარების აკრძალვა მოიხსნება

09.07.2020 აბასთუმნის შემოვლითი გზის 50 მილიონიანი პროექტისთვის კომპანია შეირჩა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ჯანდაცვის სამსახურმა ახალციხეში სალონების შემოწმება დაიწყო
ასპინძაში სალონების კონტროლი იწყება
ახალციხეში სილამაზის სალონებს შეამოწმებენ
ჯანდაცვის ცენტრმა ახალციხის სალონები შეამოწმა
ჯანდაცვის სამსახურს ახალციხეში სალონების შემოწმება ჯერ არ დაუწყია
ვალდებულებები, კონტროლი და უსაფრთხოება –  სილამაზის სალონების გამოწვევა
საკრებულომ ჯანდაცვის სამსახურს სალონების კონტროლის გაძლიერება დაავალა