FM97.5 / LIVE

რომელი სოფლები გასარწყავიანდება წელს ახალციხეში

მთავარისიახლე, ეკონომიკა 24.05.2018
წელს ახალციხეში სარწყავი სისტემა 11 სოფელში გაკეთდება, თუმცა, მათ შორის ხუთი პროექტის დასრულება რწყვის სეზონისთვის ვერ მოესწრება.

რომელი სოფლები გასარწყავიანდება წელს ახალციხეში

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია მიმდინარე წელს ვალესა და სხვილისში არსებულ სატუმბ სადგურებს რეაბილიტაციას ჩაუტარებს, წყალთბილაში არსებულ სადგურს კი აღადგენს.

"ვალესა და სხვილისში ძაბვის ვარდნის გამო დაზიანდა სატუმბი სადგურები და ისინი უნდა განვაახლოთ, ასე მეტი წყალი მიეწოდება ნაკვეთებს და მეტი ფართობი მოირწყვება", – ამბობს ახალციხის მერი ზაზა მელიქიძე.

ვალესა და წყალთბილის სატუმბი სადგურების რეაბილიტაციისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 20 096, სხვილისის სადგურისთვის კი 17 406 ლარია გაწერილი.

გარდა წყალთბილისა, მიმდინარე წელს სარწყავი სისტემები ამოქმედდება ფერსაში, მუგარეთში, გიორგიწმინდაში, კლდესა და წნისში. ამ ხუთ სოფელში ირიგაციას შპს "საქართველოს მელიორაცია" აკეთებს.

"მელიორაციის პროექტით წნისში მიწების მხოლოდ ნაწილი გასარწყავიანდება, თუმცა მასთან ერთად მოირწყვება ნაკვეთები საბარგო სადგურზეც. ამ სოფლებში სატუმბი სადგურების რეაბილიტაცია თითქმის დასრულებულია", – ამბობს ზაზა მელიქიძე.

მიმდინარე წელს იაპონიის საელჩოსთან ერთად ახალციხის მერია თვითდინებადი სარწყავი სისტემის რეაბილიტაციას კიდევ ექვს სოფელში ახორციელებს. 247 298 ლარში საირიგაციო სისტემა გაკეთდება მინაძეში, ჭაჭარაქში, ახალშენში, წყორძაში, ანდრიაწმინდასა და ღრელში.
"ეს სოფლები თვითდინებით, ელექტრო ენერგიის გარეშე მიიღბენ წყალს, რომელიც 20–25 კილომეტრ სიგრძის მაგისტრალზე მოედინება", – ამბობს ზაზა მელიქიძე და ამატებს, რომ პროექტი სექტემბრის ბოლოს დასრულდება.

ახალციხის 45 სოფლიდან ცხრაში წყლის რესურსი არ არსებობს. ბოგაში, სვირში, ტატანისში, ჭვინთაში, ელიაწმინდაში, ძირში, წყრუთსა და წირაში სარწყავი სისტემები თითქმის არასდროს ყოფილა.

"მე თვითონ შემოვიარე ეს სოფლები, მაგრამ სარწყავი წყლის რესურსები არ არსებობს. მდინარე ფოცხოვიდან ამ სოფლებში წყლის აყვანა ბუნებრივია, შესაძლებელია, მაგრამ იმდენად ძვირი დაჯდება მორწყვა, რომ იქ მიღბული მოსავალი ფასს დაკარგავს".

ამ დროისთვის ახალციხეში თვითმმართველობის ბალანსზე 12 სატუმბი სადგურია. ესენია წყალთბილა, ნაოხრები, სხვილისი, ფარეხა, ივლიტა, საყუნეთი, აწყური, წყორძა, ჭაჭარაქი, წნისი. ასევე ორი სატუმბი სადგურია ვალეში.

მათი მოვლა–პატრონობას ააიპ "ახალციხის წყალმომარაგება და წყალანირება" ახორციელებს. წლის განმავლობაში აღნიშნული ააიპ–ისთვის 233 000 ლარია გაწერილი.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

22.10.2020 ნინოწმინდაში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

21.10.2020 ‘ხშირად ჰგონიათ რომ შეღებილია’ – ვალელი ფერმერის იასამნისფერი კომბოსტო [ფოტო/ვიდეო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

კლდე – წნისის სარწყავი სისტემა ექსპლუატაციაში შევიდა
სამცხე-ჯავახეთში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია იწყება
ასპინძაში სოფლების უმრავლესობა რწყვის სეზონს წვიმის იმედად ხვდება
ორწლიანი ლოდინის შემდეგ კლდეში სარწყავი წყლის სისტემის რეაბილიტაცია სრულდება
რომელ სოფელში რა გაკეთდება ‘სოფლის მხარდაჭერის პროგრამის’ ფარგლებში
‘ფულს ხარჯავენ, წყალი არ გვაქვს’ - აწყურში სარწყავი წყლის გამო დაპირისპირება მოხდა
დახარჯული 1 მლნ–ი და ხარვეზებით დასრულებული წყლის პროექტი კლდეში