FM97.5 / LIVE

გამოკითხვა: რას ფიქრობთ გედევან ფოფხაძის უმრავლესობიდან გასვლაზე?

მთავარისიახლე, SK TV, გამოკითხვა 10.04.2018
რას ფიქრობენ ასპინძელები, მათი არჩეული მაჟორიტარი დეპუტატის საპარლამენტო უმრავლესობიდან წასვლაზე.

გამოკითხვა: რას ფიქრობთ გედევან ფოფხაძის უმრავლესობიდან გასვლაზე?

ასპინძა–ბორჯომის მაჟორიტარი დეპუტატი გედევან ფოფხაძე აცხადებს, რომ საპარლამენტო უმრავლესობას ტოვებს.

დეპუტატმა ეს გადაწყვეტილება, მას შემდეგ მიიღო, რაც პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდში ჟურნალისტ ნინია კაკაბაძის არჩევას მხარი დაუჭირა: „ეს არის ყველა მართლმადიდებლის სულში ჩაფურთხება. იმიტომ, რომ პატრიარქის მაგინებელი ქალბატონი არ უნდა იღებდეს პარლამენტში ხმებს არასდროს", – ამბობს ფოფხაძე.

გედევან ფოფხაძის ეს განცხადება, უმრავლესობის წევრების ნაწილმა „რელიგიური სპეკულირების ფონზე პარტიისთვის მძიმე შეურაცხყოფად“ მიიჩნია. საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა კი განაცხადა, რომ მან მაჟორიტარს უმრავლესობაში დარჩენა სთხოვა: „ძალიან დამწყდება გული, თუ გედი ფოფხაძე დატოვებს უმრავლესობას. მე მას შევხვდი და ვთხოვე, არ დაეტოვებინა უმრავლესობა და იმედი მაქვს, არ დატოვებს“.

გედევან ფოფხაძეს უმრავლესობის დატოვებასთან დაკავშირებული პროცედურები, აღდგომის შემდეგ, სავარაუდოდ, დღეიდან, 10 აპრილიდან უნდა დაეწყო, თუმცა მიმართა თუ არა მან მმართველ გუნს ოფიციალური განცხადებით, უცნობია. ფოფხაძემ დღეს „სამხრეთის კარიბჭის“ სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.



[ავტორი: ლუბა გიორგაძე
ვიდეო: ნანა ინასარიძე]


03.06.2020 ახალციხის ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია მიმდინარეობს – რა დოკუმენტებია საჭირო

01.06.2020 'აბიტურიენტებისთვის გამოცდები სრულიად უსაფრთხოდ ჩატარდება' – ტიკარაძე

30.05.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი იწყება

29.05.2020 ექსტერნის გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

04.06.2020 ‘სოფელი არ ჩაიკეტება, იგეგმება მოსახლეობის თერმოსკრინინგი’ – სამხარეო ადმინისტრაცია

04.06.2020 ‘ინფიცირებული სოფელში ორ გასვენებაში იმყოფებოდა’ - ნინოწმინდის ჯანდაცვის ცენტრი

04.06.2020 ‘სოფლის ჩაკეტვა იგეგმება’ – ყაურმის რწმუნებული

04.06.2020 '44 წლის ნინოწმინდელ კაცს, რომელიც შეცდომით სახლში გაუშვეს კორონავირუსი დაუდასტურდა' – ჯანდაცვის ცენტრი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

გედევან ფოფხაძემ შესაძლოა უმრავლესობა დატოვოს
გედევან ფოფხაძეს ‘პატრიოტთა ალიანსის’ფრაქციაში გაწევრიანებას სთავაზობენ
გედევან ფოფხაძეს უმრავლესობიდან წასვლაზე გადაწყვეტილება არ მიუღია
‘ხელისუფლება საპატრიარქოსთან დამნაშავეა’ - გედევან ფოფხაძე
გედევან ფოფხაძე 'ოცნებას' ტოვებს
'თქვენი პოლიტიკური ძალა არის სულმდაბალი და მორალდაცლილი' – გედევან ფოფხაძე კომიტეტს ტოვებს
ბესელიამ 'ოცნება' დატოვა, ფოფხაძე ტოვებს თუ არა უმრავლესობას 25 თებერვალს განაცხადებს