FM97.5 / LIVE

სურსათის სააგენტო: ‘თავი შეიკავეთ საეჭვო ადგილებში ხორცის შეძენისგან’

მთავარისიახლე, საზოგადოება 06.04.2018
„სურსათის ეროვნული სააგენტო და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO), მოსახლეობას მოუწოდებენ, თავი შეიკავონ ხორცის და ხორცპროდუქტების შეძენისგან, ისეთ ადგილებში, სადაც ჰიგიენური ნორმები და ხორცის შენახვის პირობები დაცული არაა.

სურსათის სააგენტო: ‘თავი შეიკავეთ საეჭვო ადგილებში ხორცის შეძენისგან’

მათი განცხადებით, აღდგომის დღეებში, მარხვის დასრულებასთან ერთად იმატებს ხორცპროდუქტების მოხმარება. გაზრდილი მოთხოვნის ფონზე ხშირია არაკეთილსაიმედო გარემოში გასაყიდად გამოტანილი ხორცი, რომელთა წარმომავლობა, ისევე, როგორც დაკვლის ადგილი, უცნობია მომხმარებლისთვის.

ორგანიზაციების მომხმარებელს მოუწოდებენ, არ შეიძინონ ხორცი საეჭვო ადგილებში, საქონლის ხორცის შეძენისას კი ყურადღება გაამახვილონ იმ გარემოებაზე, რომ გასაყიდი ხორცი უნდა იყოს ნიშანდებული, ასევე უნდა ჰქონდეს ფორმა ნომერი 2 და ეტიკეტი, რომელიც ადასტურებს, რომ აღნიშნული ცხოველი დაკლულია სასაკლაოზე და გავლილი აქვს დაკვლის წინა და დაკვლის შემდგომი ვეტერინარული შემოწმება.

საქონლის ხორცის ეტიკეტზე დატანილი უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია:


სასაკლაოს აღიარების ნომერი, სადაც დაიკლა ცხოველი, იმ ქვეყნის მითითებით, სადაც მდებარეობს სასაკლაო (დაიკლა − ქვეყნის დასახელება, სასაკლაოს აღიარების ან პირობითი აღიარების ნომერი) ასევე დამზადების თარიღი და საათი;

თუ ხორცი მიღებულია საქართველოში დაბადებული, გაზრდილი ცხოველისგან („წარმოშობა − საქართველო“) ეტიკეტზე მითითებულ უნდა იყოს ცხოველის საიდენტიფიკაციო საყურე ნიშნის ნომერი;

თუ ხორცი, იმპორტირებულია სხვა ქვეყნიდან, ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს იმპორტიორი ქვეყნის დასახელება;

ხორცი უნდა ინახებოდეს, სუფთა, დახურულ მაცივარში, შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმის დაცვით; შენახვის ტემპერატურა: 2-დან 6-გრადუსამდე, შენახვის ვადა 48 საათი;

სხვადასხვა წარმომავლობის ხორცი (საქონელი, ცხვარი, ღორი, თხა) მაცივარში განცალკევებული უნდა იყოს განთავსებული. ასევე, განცალკევებით უნდა იყოს განთავსებული სხვადასხვა ქვეყნიდან (ბრაზილია, უკრაინა და სხვა..) იმპორტირებული ხორციც.

წვრილფეხა საქონელს შემთხვევაში, მომხმარებელმა ყურადღება უნდა მიაქციოს შემდეგ კრიტერიუმებს:

ხორცი უნდა ინახებოდეს, სუფთა, დახურულ მაცივარში, შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმის დაცვით. ტემპერატურა: 2-დან 6-გრადუსამდე, შენახვის ვადა 48 საათი;

ხორცის გამყიდველს ნათლად უნდა ჰქონდეს მითითებული პროდუქტის სახეობა (ღორი, თხა, ცხვარი)

ეტიკეტზე წარმოდგენილი უნდა იყოს: ბიზნესოპერატორის დასახელება და სასაკლაოს აღიარების ნომერი; ასევე, დამზადების თარიღი და საათი;

ეტიკეტი, ისევე როგორც ვეტმოწმობა ანუ ფორმა ნომერი ორი, გამოკრული უნდა იყოს მომხმარებლისათვის თვალსაჩინო ადგილზე.

„FAO და სურსათის ეროვნული სააგენტო ითვალისწინებენ იმ გარემოებას, რომ ბაზრებსა და სხვა არაოფიციალურ სავაჭრო ადგილებში, ხორცისა და მისგან წარმოებული პროდუქტის ფასი, შესაძლოა, განსხვავდებოდეს სპეციალიზებულ მაღაზიებში და ჰიპერმარკეტებში არსებული ფასებისაგან, თუმცა მნიშვნელოვანია მოსახლეობას ახსოვდეს, რომ არაჰიგიენურ პირობებში დაკლული და რეალიზებული ხორცისგან ცხოველური დაავადებებით დაინფიცირების რისკი გაცილებით მაღალია", - ვკითხულობთ სურსათის ეროვნული სააგენტოს გავრცელებულ ინფორმაციაში.

[sknews.ge]


15.10.2020 უნივერსიტეტებს შეუძლიათ ლექციები 19 ოქტომბრიდანაც დისტანიურად ჩაატარონ – გახარია

13.10.2020 საფეხური: მესხეთის თეატრი – პანდემიისგან შექმნილი პრობლემები და სამომავლო გეგმები [აუდიო]

12.10.2020 ჭეჭლასა და დიდ ზანავში სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა

12.10.2020 ახალციხის ბაღებში სწავლა განახლდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.10.2020 ‘ბორჯომი’ მეოთხე ლიგის ჯგუფში დაწინაურდა

16.10.2020 ახალგაზრდობის სააგენტომ ბორჯომში ‘მუნიციპალური ახალაგზრდული საქმიანობა’ დაიწყო

15.10.2020 როგორ იმუშავა და რას გეგმავს DMO სამცხე–ჯავახეთში ტურიზმის განვითარებისთვის

15.10.2020 ევროპის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისების აღდგენა იგეგმება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

01.10.2020 SK ამბები: მინაძე [აუდიო]

მსგავს თემაზე

სად არ უნდა შეიძინოთ ხორცი – სურსათის ეროვნული სააგენტო და FAO მოსახლეობას აფრთხილებს
სეს & FAO: საეჭვო ადგილებში კვერცხის და ხორცის შეძენისაგან თავი შეიკავეთ
სურსათის ეროვნული სააგენტო და FAO მოსახლეობას აფრთხილებენ
რა უნდა იცოდეს მომხმარებელმა ხორცის შეძენისას
ახალციხის ბაზარში ხორცი კვლავ ფორმა 2-ის გარეშე იყიდება
მარტიდან ეტიკეტირების ახალი წესი ამოქმედდება
1 ივლისიდან გენმოდიფიცირებული სურსათის ეტიკეტზე „გმ“-ს მითითება სავალდებულოა