FM97.5 / LIVE

სომხეთის ელჩის ვიზიტი ახალციხეში

მთავარისიახლე, პოლიტიკა, საზოგადოება 19.03.2018
საქართველოში სომხრეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნული ელჩი სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორს, ახალციხის თვითმმართველობის წარმომადგენლებს, ასევე, ახალციხე––ადიგენის მაჟორიტარ დეპუტატსა და ადგილობრივებს შეხვდა.



ახალციხეს, დღეს, 19 მარტს საქართველოში სომხეთის სრულუფლებიანი ელჩი რუბენ სადოიანი ეწვია. მან პირველი, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორთან აკაკი მაჭუტაძესთან გამართა. როგორც სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინსიტრაციაში აცხადებენ, ელჩი რეგიონში ტურიზმისა და სოფლის მეუნრეობის განვითარების პოტენციალით დაინტერესდა.

სამხარეო ადმინისტრაციიდან რუბენ სადოიანმა გრიგოლ განმანათლებლის სახელობის სომხურ სამოციქულო ეკლესიაში გადაინაცვლა. აქ იგი სასულიერო პირებთან ერთად ადგილობრივებსაც ესაუბრა.

სომხეთის ელჩის ვიზიტი ახალციხეში

„ძალიან გვიხარია რომ ელჩი ჩვენ ეკლესიაში მოვიდა. ბევრი რამ სჭირდება ეკლესიას და კარგი იქნება თუ დაგვეხმარება“, – ამბობს ადგილობრივი ლეილა ამბარიანი.

მისი თქმით, რიგით პირველი საკითხი, რისი დაყენებაც ადგილობრივებს ელჩთან სურთ, ორმაგი მოქალაქეობაა: „კარგი იქნება, თუ საქართველოში მცხოვრებ სომხებს ორივე მოქალაქეობა გვექნება, სომხეთისაც და საქართველოსიც“.

ეკლესიის შემდეგ, ელჩმა ადმინისტრაციულ შენობაში, ახალციხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ეროვნებით სომეხ მოქალაქეებთან გამართა შეხვედრა.

სომხეთის ელჩის ვიზიტი ახალციხეში

„გვინდა, რომ ახალციხიდან ერევანში ოფიციალურად ავტობუსი დაინიშნოს. მიკროავტობუსი ახლა ყველამ იყიდა და დადის ხან სხვილისიდან, ხან პამაჯიდან. ქალაქიდან სომხეთში წასვლა რომ გინდოდეს, ვერ წახვალ“, – ამბობს აშოტ კავალენიანი.

ედუარდ აივაზიანმა კი სურვილი გამოთქვა, რომ სომხეთისა და საქართველოს მოსაზღვრე რეგიონებმა ისე აქტიურად დაიწყონ ერთმანეთთან თანამშრომლობა, როგორც ეს მრავალი წელია თურქეთის მოსაზღვრე რეგიონთანაა: „არდაგანის და სამცხე–ჯავახეთის გუბერნიები ხშირად მართავენ სხვადასხვა შეხვედრებს, კარგი იქნება, რომ შირაქი და სამცხე–ჯავახეთიც ასე ურთიერთობდეს“.

დაახლოებით, ერთსაათიანი შეხვედრის შემდეგ, ელჩმა ადმინისტრაციის შენობა უკომენტაროდ დატოვა. ამის შემდეგ ელჩმა შეხვედრა სომხურ ახალგაზრდულ ცენტრში ახალგაზრდებთან გამართა.

საქართველოს პარლამენტში ახალციხე–ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატის გიორგი კოპაძის თქმით, ელჩის სტუმრობის მიზანი რეგიონის გაცნობაა: „ჩამოვიდა იმისთვის, რომ აქ ადგილობრივების პრობლემები მოისმინოს და მათ გვერდში დაუდგეს, როგორც სახელმწიფოებრივად, ასევე პირადადაც“.

20 და 21 მარტს ელჩი შეხვედრებს ახალქალაქსა და ნინოწმინდაში გამართავს.

სომხეთის ელჩის ვიზიტი ახალციხეში

სომხეთის ელჩის ვიზიტი ახალციხეში

სომხეთის ელჩის ვიზიტი ახალციხეში


[თამუნა უჩიძე, ოთარ აწყურელი, ახალციხე]


26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

20.05.2020 მეთორმეტეკლასელებისთვის სასწავლო პროცესი დასრულდა

19.05.2020 მოსწავლის შეფასების რომელი ფორმა აირჩიეს ახალციხის სკოლებში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

28.05.2020 მერის წარმომადგენლები მიწის წარმომავლობასთან დაკავშირებულ ცნობებს აღარ გასცემენ

28.05.2020 მართლმადიდებელი ეკლესია ამაღლების დღესასწაულს ზეიმობს

27.05.2020 საპატრიარქო ბორჯომში 3 ჰექტრამდე ტყის დაკანონებას ითხოვს

27.05.2020 ახალციხეში ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობისთვის დონორი ჯერ ვერ მოიძებნა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთს სომხეთის ელჩი რუბენ სადოიანი ესტუმრება
სამცხე–ჯავახეთში მცხოვრები სომეხი მოქალაქეების ცხოვრებით სომხეთის ელჩი დაინტერესდა
სამცხე-ჯავახეთს  თურქეთის ელჩი სტუმრობდა
სომხეთის ელჩი და მთავარი კომისარი სამცხე–ჯავახეთს სტუმრობს
ამერიკის ელჩის პირველი ვიზიტი ახალქალაქში [Photo]
დიდი ბრიტანეთის ელჩის ვიზიტი ახალციხეში დასრულდა
ევროკავშირის ელჩი: ‘დეცენტრალიზაცია რეგიონებს პრობლემების მოგვარებაში დაეხმარება’