FM97.5 / LIVE

გათავისუფლებული თანამშრომლების საქმეზე დავის საწარმოებლად საკრებულომ ადვოკატი დაიქირავა

მთავარისიახლე, პოლიტიკა, საზოგადოება 09.02.2018
ახალციხის საკრებულოს ინტერესებს, სამსახურიდან გათავისუფლებული თანამშრომლების საქმეზე, ახალციხის სასამართლოში, უწყების იურისტთან ერთად, კერძო ადვოკატიც დაიცავს. რა ჯდება ადვოკატის დაქირავება, საკრებულოში არ ამხელენ, მაგრამ, ამბობენ, რომ ასეთ შემთხვევებში მმოსახურების ფასი მინიმუმ 2000 ლარიდან იწყება.

გათავისუფლებული თანამშრომლების საქმეზე დავის საწარმოებლად საკრებულომ ადვოკატი დაიქირავა

ამის შესახებ დღეს, 9 თებერვალს, სასამართლოზე გახდა ცნობილი. ახალციხის საკრებულოს ინტერესებს ამიერიდან, სასამართლოში, საკრებულოს იურისტ თინათინ ლეკიშვილთან ერთად, პაატა კიკვიძე დაიცავს.

კიკვიძის ჩართვას საქმეში, საკრებულოში „მოსალოდნელი უხერხულობების თავიდან აცილების“ მოტივით ხსნიან.

„ჩვენი იურისტის კვალიფიკაციასთან პრობლემები არ გვაქვს, მაგრამ, ის და ეკა ტატალაშვილი წლების განმავლობაში ერთმანეთის გვერდით მუშაობდნენ, ამიტომ სხვადასხვა უხერხულობები თავიდან რომ ავიცილოთ, ასე ჩავთვალეთ საჭიროდ“, – ამბობს ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარე გელა ნოზაძე.

ადვოკატის ჩართვის გამო მოპასუხე მხარემ დღეს სხდომის გადადება ითხოვა. ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა ახალციხის საკრებულო სხდომის გადადებას ითხოვს.


გათავისუფლებული თანამშრომლების საქმეზე დავის საწარმოებლად საკრებულომ ადვოკატი დაიქირავა
დაქირავებული ადვოკატი პაატა კიკვიძე


კერძო ადვოკატის დაქირავებას, „ევროპული საქართველო“, რომლის წევრები არიან ეკა ტატალაშვილი და თეა ბაღდოშვილის მეუღლე (სწორედ ამას უკავშირებენ ოპოზიციაში მათ გათავისუფლებას), თვითმმართველობის იურისტების არაკვალიფიციურობით ხსნის.

„საკრებულოსაც და მერიასაც შტატიანი იურისტები ჰყავთ, თუმცა აღმოჩნდა, რომ არცერთია კვალიფიციური და კერძო ადვოკატის დაქირავება დასჭირდათ“, – ამბობს „ევროპული საქართველოს“ ახალციხის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე გელა დემეტრაძე.

რა თანხა დაუჯდება თვითმმართველობას კერძო ადვოკატის დაქირავება, ამას არ ასაჯაროებენ. საკრებულოში ირწმუნებიან, რომ რა ოდენობის თანხა უნდა გადაუხადონ დაქირავებულ პირს, არ იციან.

„ზუსტად ვერ გეტყვით თანხას, ვიდრე სასამართლო სხდომები არ დასრულდება. ზოგადად 2 000 ლარიდან იწყება ამ შემთხვევაში ადვოკატის ანაზღაურება, გამორიცხული არ არის 3 000 ლარამდეც მოგვიწიოს“, – ამბობს საკრებულოს თავმჯდომარე.

დღეს, საქმეს, მოსარჩელე მხარის თხოვნით, ახალი მტკიცებულებები დაერთო. ეკა ტატალაშვილისა და თეა ბაღდოშვილის ადვოკატის, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტის, ქეთი ბებიაშვილის განმარტებით, საქმეს ტატალაშვილისა და ბაღდოშვილის მობილობასა და სტატუსთან დაკავშირებული დოკუმენტაცია დაურთეს.

ამ საქმეზე მომდევნო პროცესი 12 თებერვალს 15:30 საათზე დაინიშნა.

შეგახსენებთ, რომ ეკა ტატალაშვილისა და თეა ბაღდოშვილის სასარჩელო მოთხოვნა სამსახურში აღდგენა და იძულებთ განაცდურის ანაზღაურებაა. მათ სარჩელი ახალციხის რაიონულ სასამართლოში 29 დეკემბერს შეიტანეს.

ეკა ტატალაშვილი და თეა ბაღდოშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში რამდენიმე წელიწადი მუშაობდნენ. უფრო კონკრეტულად, ეკა ტატალაშვილი 2014 წლიდან, ახალციხის თემის საკრებულოში კადრების და წერილების საკითხებში, უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე მუშაობდა. 2015 წლის იანვრიდან, ქალაქის საკრებულოში საორგაიზაციო საკითხებში სპეციალისტი იყო თეა ბაღდოშვილი. რანგირების მიხედვით, ორივე მათგანს მესამე რანგის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის წოდება ჰქონდა. მუნიციპალიტეტების რეორგანიზაციის შემდეგ, თვითმმართველობაში არცერთი მათგანი აღარ დაასაქმეს.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


15.10.2020 უნივერსიტეტებს შეუძლიათ ლექციები 19 ოქტომბრიდანაც დისტანიურად ჩაატარონ – გახარია

13.10.2020 საფეხური: მესხეთის თეატრი – პანდემიისგან შექმნილი პრობლემები და სამომავლო გეგმები [აუდიო]

12.10.2020 ჭეჭლასა და დიდ ზანავში სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა

12.10.2020 ახალციხის ბაღებში სწავლა განახლდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.10.2020 ‘ბორჯომი’ მეოთხე ლიგის ჯგუფში დაწინაურდა

16.10.2020 ახალგაზრდობის სააგენტომ ბორჯომში ‘მუნიციპალური ახალაგზრდული საქმიანობა’ დაიწყო

15.10.2020 როგორ იმუშავა და რას გეგმავს DMO სამცხე–ჯავახეთში ტურიზმის განვითარებისთვის

15.10.2020 ევროპის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისების აღდგენა იგეგმება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

01.10.2020 SK ამბები: მინაძე [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის საკრებულო, ყოფილი თანამშრომლების საქმეზე, გადაწყვეტილებას ასაჩივრებს
ახალციხის საკრებულოს წინააღმდეგ ყოფილი თანამშრომლების საქმის განხილვა იწყება
ახალციხის საკრებულომ ყოფილი თანამშრომლების საქმე უზენაესში გაასაჩივრა
ახალციხის საკრებულოს სარჩელს  სააპელაციო სასამართლო  განიხილავს
ყოფილი თანამშრომლები საკრებულოს წინააღმდეგ – სასამართლო საქმის განხილვას იწყებს
ახალციხის საკრებულოდან გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა სასამართლო მოიგეს
კვირის აქცენტი: ახალციხის საკრებულოს წაგებული საქმე [Video]