FM97.5 / LIVE

აბასთუმნის სკოლის დირექტორმა პედაგოგის საქმე სააპელაციოში გაასაჩივრა

მთავარისიახლე, საზოგადოება, განათლება, სამართალი 20.12.2017
სოფელ აბასთუმნის სკოლის დირექტორმა ქეთევან ობოლაშვილმა სამსახურიდან გათავისუფებული პედაგოგის დათა დათაშვილის საქმე სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

აბასთუმნის სკოლის დირექტორმა  პედაგოგის საქმე სააპელაციოში გაასაჩივრა

ქეთევან ობოლაშვილი დათა დათაშვილის საქმეზე ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობას ითხოვს.

მოსამართლე შალვა მჭედლიშვილის გადაწყვეტილებით, აბასთუმნის სკოლიდან გათავისუფლებული პედაგოგი სამსახურში უნდა აღადგინონ და იძულებით განაცდური აუნაზღაურონ.

დათაშვილი დარწმუნებულია, რომ სააპელაციო სასამართლო დირექტორის საჩივარს არ დააკამყოფილებს, რაც ავტომატურად იმას გულისხმობს, რომ სკოლას მისთვის იძულებით განაცდური უფრო მეტი საათის ანაზღაურება მოუწევს. ობოლაშვილი კი „სამხრეთის კარიბჭეს“ ზარებს არ პასუხობს.

შეგახსენებთ, რომ სოფელ აბასთუმნის საჯარო სკოლის დირექტორმა ქეთევან ობოლაშვილმა დათა დათაშვილი 7 ივლისს სამსახურიდან იმ დისციპლინური გადაცდომების გამო გაათავისუფლა, რომელთა დარღვევაც დათაშვილს სკოლაში დისციპლინური კომიტეტის არცერთ სხდომაზე არ დაუდგინდა. დათაშვილმა სამსახურში აღდგენაზე დავა ახალციხის რაიონულ სასამართლოში 14 აგვისტოს დაიწყო და მისი სარჩელი პირველ ნოემბერს სრულად დაკმაყოფილდა.

[თამუნა უჩიძე, ადიგენი]


06.07.2020 ახალციხის საგამოცდო ცენტრში 7 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

06.07.2020 ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

05.07.2020 ეროვნული გამოცდები და რეკომენდაციები

05.07.2020 6 ივლისიდან პროფესიული კოლეჯები სასწავლო პროცესს განაახლებენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

06.07.2020 სამცხე–ჯავახეთში 9 და 10 ივლისს სეტყვაა მოსალოდნელი

05.07.2020 ხვალ, 6 ივლისს, წყალი შეწყდება კურცხანის წყლით მოსარგებლე სოფლებში

04.07.2020 ‘მთელი მოსავალი განადგურდა’ – სტიქია ახალციხეში [ფოტო]

04.07.2020 სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაცია

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

მსგავს თემაზე

აბასთუმნის სკოლის პედაგოგმა დირექტორს სასამართლო მოუგო
აბასთუმნის სკოლის მასწავლებელმა დირექტორს სააპელაციოც მოუგო
აბასთუმნის სკოლის ყოფილი  მასწავლებლის სარჩელი სასამართლომ წარმოებაში მიიღო
აბასთუმნის სკოლიდან გათავისუფლებული მასწავლებელი სამსახურში დააბრუნეს
აბასთუმნის სკოლის ყოფილმა  მასწავლებელმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა
აბასთუმნის სკოლის დირექტორს თანამშრომლის სამსახურში აღდგენა იძულებით მოუწევს
დირექტორის არასწორი გადაწყვეტილება აბასთუმნის სკოლას 5 000–მდე ლარი დაუჯდა