FM97.5 / LIVE

ახალციხის პირველი სკოლა ხვალ საზეიმოდ გაიხსნება

მთავარისიახლე, საზოგადოება, განათლება 12.12.2017
ხვალ, 13 დეკემბერს, ახალციხის პირველი საჯარო სკოლის გარემონტებული შენობა საზეიმოდ გაიხსნება. საკლასო ოთახებში ინვენტარი უკვე დალაგებულია. ხვალიდან პირველი სკოლის მოსწავლეებიც მშობლიურ სკოლას დაუბრუნდებიან.

ახალციხის პირველი სკოლა ხვალ საზეიმოდ გაიხსნება

სკოლაში საზეიმო ღონისძიება 12:00 საათზე დაიწყება. ამ ეტაპზე სკოლის ადმინისტრაცია მოსაწვევებს არიგებს. საზეიმო გახსნაზე სხვადასხვა დელეგაციებს ელიან.

შეგახსენებთ, რომ ახალციხის პირველ საჯარო სკოლაში სარემონტო სამუშაოები 2016 წლის იანვარში დაიწყო. მშენებლობა იმავე წლის აგვისტოში უნდა დასრულებულიყო. მშენებლობის დასრულებამდე პირველი სკოლის 1000–მდე მოსწავლე ახალციხის მესამე და მეექვსე სკოლებში გადაანაწილეს, სწავლა მეორე ცვლაში მიმდინარეობდა.

ახალციხის პირველი საჯარო სკოლის შენობის რეაბილიტაცია აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციამ (“Millennium Challenge Corporation- MCC”) დააფინანსა. ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულებას 2015 წლის 19 ნოემბერს მოეწერა ხელი. კომპანია „ინტერ პლუსმა“ მშენებლობის ვადები რამდენჯერმე დაარღვია და ამიტომ, დამკვეთმა მას ხელშეკრულება შეუწყვიტა და ჯარიმა დააკისრა. ამის გამო, მცირე პერიოდით, იქამდე, ვიდრე ახალი ტენდერი გამოცხადდა და გამარჯვებული გამოვლინდა, პირველი სკოლის რემონტი შეწყდა. საბოლოოს სკოლის რეაბილიტაცია ახალმა კომპანიამ „ჯორჯიან ინჯინიერმა“ დაასრულა.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


08.07.2020 ეროვნულ გამოცდაზე 10 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

07.07.2020 ეროვნული გამოცდების მეორე დღეს 8 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

06.07.2020 ‘საშუალო სირთულის ტესტი იყო’ - პირველი გამოცდა დასრულდა

06.07.2020 ახალციხის საგამოცდო ცენტრში 7 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

07.07.2020 პროტესტი სათხეში – რატომ გადაკეტეს გზა ადგილობრივებმა

07.07.2020 ახალციხის მერია შშმ პირს საცხოვრებელ კორპუსში ლიფტის დამონტაჟებას 4 წელია პირდება

07.07.2020 კაცს, რომელმაც სოფელ კლდეში დამწვრობა მიიღო, ოპერაციას გაუკეთებენ

07.07.2020 ახალციხეში 29 წლის მანანა მჭედლიძეს სასწრაფო ოპერაციისთვის თანხა სჭირდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ორწლიანი ლოდინი სრულდება – პირველ სკოლაში სწავლის გასაგრძელებლად ემზადებიან
ხუთთვიანი ლოდინის შემდეგ ახალციხის პირველი სკოლის რეაბილიტაცია იწყება
ახალციხის პირველ სკოლაში დემონტაჟი დასრულდა
პირველ სკოლაში რემონტი შეწყდა
სწავლა სხვის სკოლაში
პირველი სკოლის ‘რემონტი’ მეორე ვადაშიც ვერ დასრულდა
პირველი სკოლა სწავლის დაწყებას მესამე სკოლაში იზეიმებს