FM97.5 / LIVE

სამცხე–ჯავახეთში არჩეული ქალების რაოდენობა 9%–დან 12%–მდე გაიზარდა

მთავარისიახლე, პოლიტიკა, საზოგადოება 29.11.2017
2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, სამცხე–ჯავახეთში, წინა, 2014 წლის მოწვევის თვითმმართველობებთან შედარებით, არჩეულ ქალთა რაოდენობა 9%–დან 12.6%–მდე გაიზარდა. ამავე დროს, რეგიონის ერთ მუნიციპალიტეტს ქალი მერი მართავს.

სამცხე–ჯავახეთში, 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, ადგილობრივებმა ერთი ქალი მერი და 23 ქალი დეპუტატი აირჩიეს. ნინოწმინდის მერი, ანივარდ მოსოიანი არამხოლოდ სამცხე–ჯავახეთის, საქართველოს მასშტაბით, თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებული ერთადერთი ქალი მერია.

წინა, 2014 წელს არჩეულ თვითმმართველობებში, არცერთი მერი/გამგებელი ქალი არ იყო.

სამცხე–ჯავახეთის ექვსი მუნიციპალიტეტის საკრებულოში, 2017 წლის არჩევნების შედეგად, 182 დეპუტატია და ამათგან, 23 ქალია (12.6%)

2014 წელს, სამცხე–ჯავახეთში შვიდი თვითმმართველობა დაკომპლექტდა, ვინაიდან ქალაქი ახალციხე მაშინ ცალკე, თვითმმართველ ქალაქად გავიდა. წინა მოწვევის საკრებულოებში 190 დეპუტატი იყო და მათგან მხოლოდ 18 იყო ქალი (9%).

სამცხე–ჯავახეთში არჩეული ქალების რაოდენობა 9%–დან 12%–მდე გაიზარდა

ინფოგრაფიკა მომზადებულია Ifact-ის მიერ


რაც შეეხება საკრებულოს თავმჯდომარესა და მოადგილეს, რომელთაც საკრებულოს დეპუტატები ირჩევენ, რეგიონის ექვსი მუნიციპალიტეტიდან, არცერთში, არც საკრებულოს თავმჯდომარე და არც მისი მოადგილე, ქალი არ არის. 12–ვე კაცია. 2014 წლის მოწვევის საკრებულოებში, გვყავდა მხოლოდ ერთი ქალი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, – ახალციხეში.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


03.07.2020 რა უნდა გაითვალისწინონ აბიტურიენტებმა – გამოცდების ჩატარების წესები დაზუსტდა

02.07.2020 აბიტურიენტები PCR-ტესტირების ჩატარებას სამცხე–ჯავახეთის 3 კლინიკაში შეძლებენ

02.07.2020 როგორ უნდა აიმაღლოს პრაქტიკოსმა მასწავლებელმა სტატუსი

02.07.2020 გამოცდის მსვლელობისას აბიტურიენტს პირბადის გაკეთება არ მოუწევს - გიორგი გახარია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

03.07.2020 შაბათ–კვირას სამცხე–ჯავახეთში იწვიმებს

03.07.2020 ეროვნულ გამოცდებზე ბორჯომიდან ახალციხემდე აბიტურიენტები უფასოდ იმგზავრებენ

03.07.2020 ბაკურიანში ზაფხულის სეზონი 10 ივლისს გაიხსნება

03.07.2020 სამცხე-ჯავახეთის მუზეუმმა 11 დღეში 230 ვიზიტორი მიიღო

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ამომრჩეველთა გენდერული სტატისტიკა სამცხე–ჯავახეთში
ქალები თვითმმართველობაში
სამცხე–ჯავახეთში 145 321 ამომრჩეველია
პოლიტიკოსი ქალები სამცხე–ჯავახეთიდან [Photo/Video]
მესხი დეპუტატები პარლამენტში გენდერულ კვოტირებას მხარს არ უჭერენ
აირჩიე თანასწორობა! – აქცია ქალების მხარდასაჭერად
მეცხრე მოწვევის პარლამენტში 24 ქალი დეპუტატია