FM97.5 / LIVE

უნივერსიტეტს სტატუსი ეცვლება

მთავარისაზოგადოება » განათლება 08.05.2013
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია დაწესებულებისთვის სტატუსის ამაღლებას გეგმავს. ამისთვის უნივერსიტეტს სადოქტორო პროგრამები უნდა დაემატოს.

უნივერსიტეტს სტატუსი ეცვლება
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი მომავალი სასწავლო წლიდან დოქტორანტურის გახსნას აპირებს. სადოქტორო პროგრამების დამატება უნივერსიტეტს ახალ საფეხურზე გადაიყვანს და მას სასწავლო უნივერსიტეტის სტატუსის მოეხსნება.

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ აღნიშნულ საკითხზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვთ და სამ ფაკულტეტზე სადოქტორო პროგრამებიც მზადაა.

”მუშაობა უკვე დავიწყეთ, ინფორმირებული გვყავს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროც, ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრიც. თვისობრივად უნივერსიტეტში არაფერი იცვლება, მაგრამ დოქტორანტურასთან დაკავშირებული საკითხები დაემატება. რომელიც მას შემდეგ ამოქმედდება, რაც უნივერსიტეტი შესაბამის ავტორიზაციასა და აკრედიტაციას გაივლის”, - განმარტავს სამცხე-ჯავახეთის სახელწმიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე ნიკოლოზ ახალკაცი.

ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის მაკა კაჭკაჭიშვილის თქმით, უნივერსიტეტი განვითარების იმ ეტაპზეა, როცა უკვე შესაძლებელია სტატუსის ამაღლებაზე ფიქრი: ”უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების გეგმას რომ გადახედოთ, იქ წერია, რომ თავისი განვითარების გარკვეულ ეტაპზე ის გეგმავს, რომ სასწავლო უნივერსიტეტის სტატუსი მოეხსნას. ეს იმას ნიშნავს, რომ უფლება ექნება არამარტო პროფესიული, საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები, არამედ სადოქტორო პროგრამებიც განახორციელოს”.

იმისათვის, რომ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს სასწავლო უნივერსიტეტის სტატუსი მოეხსნას ხელახალი ავტორიზაციისა და აკრედიტაციის გავლაა საჭირო.

”როგორც წესი, ყოველი წლის 30 ივნისამდე ხარისხის განვიტარების ეროვნულ ცენტრში თვითშეფასების ანგარიში უნდა წარვადგინოთ. თვითშეფასების ანგარიშის წარდგენამდე, ანუ 30 ივნისამდე გვინდა, რომ ავტორიზაციის განაცხადი შევიტანოთ. ამისთვის თქითქმის ყველაფერი მზად გვაქვს”, - განმარტავს ნიკო ახალკაცი.

უნივერსიტეტმა ავტორიზაცია და აკრედიტაცია გასულ წელს გაიარა. თუმცა ორი სასწავლებლის ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტისა და აქალქალაქის პროფესიული კოლეჯის გაერთიანების შემდეგ ხელახალი ავტორიზაცია-აკრედიტაცია გახდა საჭირო.

”სადოქტორო პროგრამების მომზადებას ისედაც ვგეგმავდით. მაგრამ რადგან ორი სასწავლებლის შეერთების შემდეგ იძულებული ვართ, რომ მაინც უნდა გავიაროთ ავტორიზაცია-აკრედიტაცია, ამიტომ ახლა განაცხადი ავტორიზაციაზე შეგაქვს, რასაც შემდეგ აკრედიტაციის პროცესი მოჰყვება”, - გვიხსნის ახალკაცი.

ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის თქმით, ავტორიზაციის პროცესი ხანგრძლივი არაა, განაცხადის შეტანიდან ავტორიზაცია შესაძლოა მაქსიმუმ სამი თვის ვადაში მიენიჭოს. რაც შეეხება, იმას, თუ რამდენადაა უნივერსიტეტი მზად იმისთვის რომ სადოქტორო პროგრამები განახორციელოს მაკა კაჭკაჭიშვილი ამბობს, რომ უნივერსიტეტის აკადემიური და სამეცნიერო პერსონალი ამისთვის მზადაა.

”უნივერსიტეტში არსებული ოთხივე ფაკულტეტის წარმომადგენლები ამას ძალიან დიდი მოწონებით და ენთუზიზამით შეხვდნენ. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში გარდა იურიდიული ფაკულტეტისა, სამი ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამაა წარმოდგენილი, რომელიც უკვე დახვაწის პროცესშია. ამ ეტაპზე ეს სამი პროგრამა სრულიად საკმარისი იქნება რომ ჩვენი პრიველადი განაცხადი შევიტანოთ”, - განმარტავს კაჭკაჭიშვილი.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


06.04.2020 ‘ეროვნული გამოცდის ფორმატი ან თარიღი არ შეიცვლება’ - მინისტრი

30.03.2020 პირველი არხის ეთერში 'ტელესკოლა' დაიწყო

30.03.2020 30 მარტიდან პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

08.04.2020 ბორჯომში ბაზარი და ხილ–ბოსტნეულის მაღაზიები დაიკეტა

08.04.2020 ‘ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მომართვიანობა 25%-ით გაიზარდა’ – NGO ახალციხეში

08.04.2020 ქართული წარმოების პირბადეების გაყიდვა იწყება – რა ფასად და სად შეიძენთ

07.04.2020 დაიხურება თუ არა ახალციხის ბაზარი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

რას მოუტანს სტუდენტებს სამცხე-ჯავახეთის უმაღლესი სასწავლებლის შეცვლილი სტატუსი
ახალციხის უნივერსიტეტი ავტორიზაციისთვის ემზადება
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის პროგრამები აკრედიტაციას გადის
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის ორმა სამაგისტრო პროგრამამ აკრედიტაცია გაიარა
ერთი განცხადება ვაკანტურ თანამდებობაზე
უნივერსიტეტში ორმა პროგრამამ აკრედიტაცია გაიარა
საფეხური: ცვლილებები უნივერსიტეტის ავტორიზაცია – აკრედიტაციის წესში [Audio]