FM97.5 / LIVE

ახალციხის ციხის დირექტორად გუჯა ბიჭაშვილი დაინიშნა

მთავარისაზოგადოება 29.03.2013
ახალციხის ციხეს ახალი დირექტორი ჰყავს. გუჯა ბიჭაშვილი აღნიშნულ თანამდებობაზე ოფიციალურად 28 მარტს დაინიშნა.

ახალციხის ციხის დირექტორად გუჯა ბიჭაშვილი დაინიშნა

ააიპ ახალციხის ციხის დირექტორის თანამდებობა ვაკანტური მიმდინარე წლის 11 მარტიდან იყო. ყოფილმა ხელმძღვანელმა ბესიკ ბლიაძემ თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. იგი ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებად დაინიშნა. ამ დროის განმავლობაში ხელმძღვანელის მოვალეობას დროებით მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი ასრულებდა.

ციხის უფროსის ხელმძღვანელად დანიშვნამდე გუჯა ბიჭაშვილი არასამთავრობო ორგანიზაცია ”ერთსულოვნება საზოგადოების უფლებებისათვის” ახალციხის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი იყო. გუჯა ბიჭაშვილი ამბობს, რომ მისი დანიშვნა განცხადების საფუძველზე, საკრებულოს თავმჯდომარისა და გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის შეთანხმებით მოხდა.

”ვაკანტური იყო ადგილი, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განცხადება შევიტანე და ამის შემდგომ მოხდა ჩემი დანიშვნა”, - განმარტავს გუჯა ბიჭაშვილი. იგი სამომავლო გეგმებზეც საუბრობს და ამბობს, რომ ტურიზმის განვითარება ყველაზე მნიშვნელოვანია.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


30.05.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი იწყება

29.05.2020 ექსტერნის გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება

26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

01.06.2020 ნიკოლ ფაშინიანს კორონავირუსი აქვს

01.06.2020 პირველი ივნისიდან ყველა სახის სავაჭრო ობიექტი გაიხსნა

01.06.2020 წაღვერში მილიონ ლარად რეაბილიტირებულ კულტურის სახლში წყალი ჩავიდა

31.05.2020 ‘ყოველი მეოთხე ადამიანი გვეღუპება თამბაქოს მოხმარებით, აქედან 300 ბავშვია’ - სტურუა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხის ციხეს დირექტორი არ ჰყავს
ვინ ასრულებს ახალციხის ციხის დირექტორის მოვალეობას
ახალციხის ციხის დირექტორი გოკა გაბაშვილის განცხადებას სიცრუეს უწოდებს
გუჯა ბიჭაშვილი: რაბათის თემაზე აჟიოტაჟი დასრულებულია
გუჯა ბიჭაშვილი: 'რაც "ახალციხის ციხეზე" ხდება უნიათო ხელმძღვანელობის ბრალია"
კვირის აქცენტი: გუჯა ბიჭაშვილის პოლიტიკური ბრალდებები [Video]
რაში ადანაშაულებს ბურჯანაძის შტაბი ახალციხის ციხის დირექტორს