FM97.5 / LIVE

ასპინძელებს ჰპირდებიან, რომ ზაფხულში უწყლობა აღარ შეაწუხებთ

მთავარიეკონომიკა 27.03.2013
გაზაფხულის ნაცვლად, დაბა ასპინძასა და სოფლებში: აწყვიტასა და ნიჯგორში მცხოვრებლებს, სასმელი წყლის პრობლემა ზაფხულიდან მოუგვარდებათ.

ასპინძელებს ჰპირდებიან, რომ ზაფხულში უწყლობა აღარ შეაწუხებთ
დაბა ასპინძაში სასმელი წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რისთვისაც 1,800,000 ლარია გამოყოფილი, ტენდერში გამარჯვებული ფირმა ”აზერი” აწარმოებს.

დაბა ასპინძას სასმელი წყალი 15 კილომეტრის მოშორებით, ახალქალაქის სოფელ ხანდოდან უნდა მოეწოდოს. პროექტის თანახმად, შენდება 300მ3 ტევადობის რეზერვუარი, ეწყობა სათავე ნაგებობა და 15 კმ სიგრძის მილსადენი.

დაბა ასპინძის გარდა, სოფელ ხანდოდან მომარაგდება წყლით სოფლები: ნიჯგორი და აწყვიტაც.

თუმცა, დაგეგმილი მარტის ნაცვლად, სამუშაოები ივნისის ბოლოს დასრულდება.

”მაღალი ხარისხის წყლის მილები თურქეთიდან შემოგვაქვს. სამუშაოებს ერთდროულად რამდენიმე ადგილას ვაწარმოებთ და საბოლოოდ 24 ივნისისთვის დავასრულებთ”,- განმარტავს ფირმა ”აზერის” სამუშაოთა მწარმოებელი მურმან შეყელაშვილი.

სამუშაოებზე 35 ადგილობრივია დასაქმებული.

რატომ გაჭიანურდა პროექტის დასრულება და რატომ დაუგვიანდათ მუშებს ხელფასი, ”სამხრეთის კარიბჭე” თემაზე მუშაობს და დაწვრილებით ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით.

[თინათინ ზაზაძე, ასპინძა]


06.04.2020 ‘ეროვნული გამოცდის ფორმატი ან თარიღი არ შეიცვლება’ - მინისტრი

30.03.2020 პირველი არხის ეთერში 'ტელესკოლა' დაიწყო

30.03.2020 30 მარტიდან პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

08.04.2020 ბორჯომში ბაზარი და ხილ–ბოსტნეულის მაღაზიები დაიკეტა

08.04.2020 ‘ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მომართვიანობა 25%-ით გაიზარდა’ – NGO ახალციხეში

08.04.2020 ქართული წარმოების პირბადეების გაყიდვა იწყება – რა ფასად და სად შეიძენთ

07.04.2020 დაიხურება თუ არა ახალციხის ბაზარი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ასპინძაში მუშების ნაწილმა პროტესტი შეწყვიტა
ასპინძაში გაფიცულ მუშებს მხოლოდ ერთი თვის ხელფასი აუნაზღაურეს
ასპინძაში მუშები გაიფიცნენ
ასპინძაში სასმელი წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დასაქმებული მუშები დაგვიანებულ ხელფასებს ითხოვენ
ასპინძაში სუფთა სასმელ წყალს ისევ ელოდებიან
ასპინძაში უხელფასოდ დარჩენილმა მუშებმა ტექნიკა ‘მძევლად დაიტოვეს’
დაბა ასპინძას  წყალს  ისევ წყალმზიდებით აწვდიან