FM97.5 / LIVE

მესამედ გადადებული საპროცესო შეთანხმება

მთავარისიახლე, სამართალი 19.05.2017
ახალციხეში, კომპანია „ლენდოს“ ყაჩაღობაში ბრალდებულის სასამართლო სხდომა მესამედ გადაიდო. მხარეები საპროცესო გარიგებაზე კიდევ ვერ შეთანხმდნენ;

მესამედ გადადებული საპროცესო შეთანხმება
ახალციხის რაიონულ სასამართლოში დღეს 19 მაისს „ლენდოს“ ყაჩაღობაში ბრალდებულის საქმეზე მორიგი სხდომა გაიმართა. პროცესზე მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილს ბრალდებისა და დაცვის მხარის მიერ მიღწეული საპროცესო შეთანხმება უნდა დაემტკიცებინა. თუმცა დაცვის მხარემ ისევ სხდომის გადადების შესახებ იშუამდგომლა.

ბრალდებულის ადვოკატის, ნუგზარ სამარჯიშვილის თქმით, საპრფოცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკვე მიიღო, თუმცა დაცვის მხარის სურვილია, რომ გადაწყვეტილებაში ბრლადებულთან ერთად კორექტივები შეიტანოს და ამისთვის მეტი დრო სჭირდება: "პროკურატურის გადაწყვეტილების მიუხედავად, ჩვენ გვირჩევნია მოლაპარაკება გავაგრძელოთ და უკეთეს ვარიანტზე შევთანხმდეთ, ამიტომ გადავადებინე სასამართლო სხდომა, თან ეს გადაწყვეტილება დასაბუთებული და გააზრებული უნდა იყოს მხარეებისათვის“, – ამბობს სამარჯიშვილი.

რა პირობებზე არიან ამ დროისთვის საპროცესო გარიგებასთან დაკავშირებით მხარეები შეთანხმებული, არც ადვოკატი და არც პროკურორი არ ასაჯაროვებს.

„არ გვინდა ჯერ ამაზე საუბარი, რადგან ვფიქრობ, რომ მერე ეს საბოლოო გადაწყვეტილებაზე გავლენას მოახდინოს“, – ამბობს სამარჯიშვილი.

შემდეგი სასამართლო სხდომა, სადაც დაცვის მხარე ირწმუნება, რომ საპროცესო შეთანხმება აუცილებლად დამტკიცდება 31 მაისს 15:00 საათზე ჩაინიშნა.

შეგაცხენებთ, რომ მხარეები „ლენდოს“ დაყაჩაღებაში ბრალდებულისათვის საპროცესო შეთანხმების მიღწევას უკვე თვეზე მეტია ცდილობენ.
ახალციხეში კომპანია "ლენდოს" ფილიალი მიმდინარე წლის 16 თებერვალს დააყაჩაღეს. გამოძიება ახალციხელ შუახნის მამაკაცს ყაჩაღობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა–ტარებას ედავება. საქმეზე ძიება სსკ–ს 179–ე და 236–ე მუხლებით მიმდინარეობს.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

22.10.2020 ნინოწმინდაში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

21.10.2020 ‘ხშირად ჰგონიათ რომ შეღებილია’ – ვალელი ფერმერის იასამნისფერი კომბოსტო [ფოტო/ვიდეო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

"ლენდოს" ყაჩაღობაში  ბრალდებულისათვის საპროცესო შეთანხმება ვერ ფორმდება
‘ლენდოს’ დაყაჩაღებაში ბრალდებულთან შესაძლოა საპროცესო გაფორმდეს
‘ლენდოს’ დაყაჩაღებაში ბრალდებულის საპროცესოზე მხარეები ჯერ არ შეთანხმებულან
‘ლენდოს’ დაყაჩაღებაში ბრალდებული პატიმრობაში 4 წელს გაატარებს
‘ლენდოს’ დაყაჩაღებაში  ბრალდებულისთვის ადვოკატი საპროცესოს მოითხოვს
‘ლენდოს’ დაყაჩაღებაში ბრალდებულს  აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა არ შეუცვალეს
ცოლის ქამრით ცემაში ბრალდებულს პროკურატურა საპროცესოს არ გაუფორმებს