FM97.5 / LIVE

ბოლაჯურის ყოფილ რწმუნებულთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა

მთავარისიახლე, სამართალი 17.05.2017
ადიგენში, სოფელ ბოლაჯურის რწმუნებულთან როლანდ ჩხიტუნიძესთან, რომელიც ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს, საპროცესო შეთანხმება გაფორმდა.

ბოლაჯურის ყოფილ რწმუნებულთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა

დაცვისა და ბრალდების მხარეების გადაწყვეტილება, ბოლაჯურის ყოფილი რწმუნებულის საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ უკვე დაამტკიცა.

საპროცესო შეთანხმების მიუხედავად, ჩხიტუნიძეს სასჯელაღსრულების დაწესებულება არ დაუტოვებია.

ადვოკატის, მერაბ ცუხიშვილის თქმით, შეთანხმების მიხედვით ჩხიტუნიძე საპატიმრო დაწესებულებაში გარკვეულ პერიოდს კიდევ გაატარებს, თუმცა რამდენხანს, ამაზე არ საუბრობს: „მხოლოდ იმას გეტყვით, რომ ცოტახანს დარჩება ციხეში. დანარჩენი ჩემს დაცვი სქვეშ მყოფთან შეთანხმებით უნდა გითხრათ. თუ ის თანახმა იქნება, აუცილებლად მოგიყვებით დეტალებს“.

შეგახსენებთ, რომ ანტიკორუფციულმა სააგენტომ, გამგებლის წარმომადგენელი ბოლაჯურის ადმინისტრაციულ ერთეულში, 2016 წლის 24 ნოემბერს დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, როლანდ ჩხიტუნიძემ მოქალაქეს საქონლის ყალბი წარმომავლობის ცნობის დამზადების სანაცვლოდ ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 2000 ლარი, რა დროსაც იგი ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობდა, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ვადით 6 დან 9 წლამდე ითვალისწინებს.

[ლუბა გიორგაძე, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

22.10.2020 ნინოწმინდაში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

21.10.2020 ‘ხშირად ჰგონიათ რომ შეღებილია’ – ვალელი ფერმერის იასამნისფერი კომბოსტო [ფოტო/ვიდეო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების ბრალდებით ბოლაჯურის 'რწმუნებული' დააკავა
რატომ არ იწყება ბოლაჯურის 'რწმუნებულის' საქმის არსებითი განხილვა
ბოლაჯურის რწმუნებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა
ქრთამის აღების ფაქტზე ასპინძის საკრებულოს დეპუტატი დააკავეს
ქრთამის აღების ფაქტზე დაბა ბაკურიანის რწმუნებული დააკავეს
ქრთამის აღების ფაქტზე სამგორის რაიონის გამგეობის თანამშრომელი დააკავეს
ქრთამის აღების ბრალდებით სამცხე–ჯავახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომელი დააკავეს