FM97.5 / LIVE

ახალციხეში ავარიის გამო დაკავებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

მთავარისიახლე, სამართალი 17.05.2017
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ახალციხეში, თამარაშვილის ქუჩაზე მომხდარი ავარიის გამო დაკავებულ ახალგაზრდა მამაკაცს, აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა;მას ბრალი ნასვამ მადგომარეობაში მანქანის მართვის გამო ედება, რამაც ერთი პირის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია;

ახალციხეში ავარიის გამო დაკავებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს, 17 მაისს იმსჯელა. მოსამართლე შალვა მჭედლიშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და აღკვეთის ღონისძიებად ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა.

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევის დროს საჭესთან იჯდა, დანაშაულს აღიარებს.

მას ბრალი სსკ–ის 276–ე მუხლის მეექვსე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის ედება, რაც მთვრალ მდგომარეობაში მანქანის მართვას გულისხმობს;მომხდარი თავისუფლების აღკვეთით ექვსიდან ცხრა წლამდე ისჯება;

შეგახსენებთ, რომ ახალციხეში, თამარაშვილის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა 13 მაისს, დაახლოებით 20:00 საათზე მოხდა. თვითმხილველების თქმით, ძლიერი სისწრაფით მოძრავი „ნისანი“ „ტოიოტას“ შეეჯახა. „ნისანში“ მსხდომი ორივე მამაკაცი დაშავდა და ერთ–ერთი გამთენიისას გარდაიცვალა, „ტოიოტაში“ მსხდომი ორი მამაკაცი კი უვნებლად გადარჩა.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


06.07.2020 ‘საშუალო სირთულის ტესტი იყო’ - პირველი გამოცდა დასრულდა

06.07.2020 ახალციხის საგამოცდო ცენტრში 7 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

06.07.2020 ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

05.07.2020 ეროვნული გამოცდები და რეკომენდაციები

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

07.07.2020 პროტესტი სათხეში – რატომ გადაკეტეს გზა ადგილობრივებმა

06.07.2020 რატომ ვერ შენდება აბასთუმანში ავტოსადგომი - 9 მილიონიანი ტენდერი მესამედ გამოცხადდა

06.07.2020 ახალციხის 4 სოფელში სტიქიის მიერ მიყენებულ ზარალს ითვლიან

06.07.2020 'გამოსხივების გამო ცუდად ვხდებით' – ბოლაჯურში მაგთის ანძის გადატანას ითხოვენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში მომხდარი ავარიის გამო ერთი პირი დააკავეს
ახალციხეში ავარიის შედეგად ორი მამაკაცი მძიმედ დაშავდა
9 წლის გოგონას გარდაცვალების საქმეში ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდეს
ახალციხეში ავარიისას დაშავებული მამაკაცი გარდაიცვალა
'მეორე შახტაში' დაკავებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა
40 წლის ქალის დაჭრაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად  პატიმრობა შეეფარდა
შვილზე ძალადობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა