FM97.5 / LIVE

სოფელ კოთელიის სკოლის მოსწავლეები ავარიაში მოყვნენ

მთავარისიახლე, საზოგადოება, შემთხვევა 02.05.2017
ახალქალაქის სოფელ კოთელიის სკოლის ორი უფროსკლასელი მოსწავლე, სკოლიდან სახლში დაბრუნების დროს, ავარიაში მოყვა. ერთი მათგანი, მძიმე მდგომარეობით, თბილისში გადაიყვანეს, მეორეს მდგომარეობა შედარებით სტაბილურია.

სოფელ კოთელიის სკოლის მოსწავლეები ავარიაში მოყვნენ

ავტოსაგზაო შემთხვევა სკოლის მოსწავლეებს 30 აპრილს, იმ დროს შეემთხვათ, როდესაც სკოლიდან სახლში ბრუნდებოდნენ. 17 და 18 წლის მოზარდები „ჰონდას“ მარკის მსუბუქი ავტომობილით მგზავრობდნენ.

კოთელიის სკოლის დირექტორის, ალექსანდრე აჩელაშვილის განცხადებით, ავტომანქანა ამოტრიალდა: "ერთ–ერთს მამისთვის გამოურთმევია მანქანა, სოფელში გზას აგებენ, მოხრეშილია და ხრეშზე მოუცურდნენ".

დირექტორის ინფორმაციით, ის მოსწავლე რომელიც შედარებით მძიმედ დაშავდა, რეანომობილით თბილისში გადაიყვანეს: "ხელოვნურ სუნთქვაზე იყო, ახლა მოუხსნიათ. ფილტვები აქვს დაზიანებული და შესაძლოა ოპერაცია დასჭირდესო".

ამ დრომდე ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში რჩება მეორე დაშავებული. როგორც "სამხრეთის კარიბჭეს" საავადმყოფოში განუცხადეს, პაციენტს მხრის ძვლის მოტეხილობა აქვს: "მისი მდგომარეობა შედარებით სტაბილურია, მაგრამ, მკურნალობა სჭირდება და საავადმყოფოში რჩება. ოპერაცია უნდა ჩაუტარდეს".

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276–ე მუხლის მე–2 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. აღნიშნული დარღვევა ისჯება ჯარიმით ან სამ წლამდე თავისუფლების შეზღუდვით.

[sknews.ge]


08.07.2020 ეროვნულ გამოცდაზე 10 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

06.07.2020 ‘საშუალო სირთულის ტესტი იყო’ - პირველი გამოცდა დასრულდა

06.07.2020 ახალციხის საგამოცდო ცენტრში 7 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

06.07.2020 ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

07.07.2020 პროტესტი სათხეში – რატომ გადაკეტეს გზა ადგილობრივებმა

06.07.2020 რატომ ვერ შენდება აბასთუმანში ავტოსადგომი - 9 მილიონიანი ტენდერი მესამედ გამოცხადდა

06.07.2020 ახალციხის 4 სოფელში სტიქიის მიერ მიყენებულ ზარალს ითვლიან

06.07.2020 'გამოსხივების გამო ცუდად ვხდებით' – ბოლაჯურში მაგთის ანძის გადატანას ითხოვენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში მამაკაცს მანქანა დაეჯახა
ახალციხის სკოლის მოსწავლეები ბოლო ზარზე ავარიაში მოყვნენ
წაღვერში მეთორმეტე კლასელები ავარიაში მოყვნენ
ავარიისას დაშავებული მოპედის მძღოლის მდგომარეობა სტაბილურია
სოფელ ხეოთთან ავარიისას დაშავებულ კაცს ოპერაცია გაუკეთეს
‘ერთს შეიძლება ოპერაცია დასჭირდეს’ – როგორია დაშავებული ახალგაზრდების მდგომარეობა
ასპინძაში ავტოსაგზაო შემთხვევას 55 წლის  მამაკაცი ემსხვერპლა