FM97.5 / LIVE

24 წლის ახალგაზრდის მკვლელობაში ბრალდებულს 9–წლიანი პატიმრობა მიესაჯა

მთავარისიახლე, სამართალი 14.03.2017
გასული, 2016 წლის ზაფხულში, ნინოწმინდაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული ახალგაზრდა, ახალციხის რაიონულმა სასამრთლომ დამნაშავედ ცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

24  წლის ახალგაზრდის მკვლელობაში ბრალდებულს 9–წლიანი  პატიმრობა მიესაჯა

სათხა–ნინოწმინდის გზაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, ახალციხის რაიონულ სასამართლოსში ბოლო სხდომა, დღეს 14 მარტს გაიმართა.
9 თვიანი სასამართლო განხილვების შემდეგ, დღევანდელ სხდომაზე, პროკურორსა და ადვოკატს დრო რეპლიკებისთვის დაეთმოთ.

პროკურორის მამუკა ქომოშვილის მტკიცებით, არმენ მარკარიანმა, 24 წლის ახალგაზრდა განზრახ მოკლა. ამიტომ, იგი სასამართლოს განაჩენით კმაყოფილია: „ჩვენი ყველა მტკიცებულებულება მარკარიანის წინააღმდეგ, ფაქტობრივად, გაითვალისწინა მოსამართლემ“.

მსჯავრდებულის ადვოკატი, რეზო კაჭკაჭიშვილი ამბობს, რომ ისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს იცავდა და ახალგაზრდა დანით შემთხვევით შემოკვდა. ამ მოტივით, დაცვის მხარე გამამართლებელ გადაწყვეტილებას ელოდა.

„ვფიქრობ, რომ დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება გამოიტანა მოსამართლემ და მხოლოდ პროკურორის წარდგენილი მტკიცებულებები გაითვალისწინა. მე დღეს მარკარიანის გათავისუფლებას ველოდი“, – ამბობს რეზო კაჭკაჭიშვილი და ამატებს, რომ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას, კანონით დადგენილ ვადებში, სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

სასამართლო სხდომას დღეს მსჯავრდებულის ახლობლები არ დასწრებიან. დარბაზში მხოლოდ გარდაცვლილი, 24 წლის ახალგაზრდის ნათესავები იმყოფებოდნენ, რომლებიც მოსამართლე ჯეირანაშვილის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებით უკმაყოფილოები დარჩნენ.
„24 წლის ბიჭი მომიკლეს და 9 წელი მიუსაჯეს, ეს სამართალია?!“ – გვითხრა გარდაცვლილის ბებიამ სიგუშ სანოსიანმა.

შეგახსენებთ, რომ ნინოწმინდაში მკვლელობა 2016 წლის 6 ივლისს მოხდა. ორი ახალგაზრდის ურთიერთშელაპარაკება, სისხლიან დაპირისპირებაში გადაიზარდა რის შედეგადაც ერთერთი მათგანი გარდაიცვალა. საქმეზე გამოძიება, სსკ-ს 108-ე მუხლით მიმდინარეობდა.

24  წლის ახალგაზრდის მკვლელობაში ბრალდებულს 9–წლიანი  პატიმრობა მიესაჯა

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


30.03.2020 პირველი არხის ეთერში 'ტელესკოლა' დაიწყო

30.03.2020 30 მარტიდან პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

16.03.2020 განათლების სამინისტროს რეკომენდაციები სასწავლო დაწესებულებებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

04.04.2020 4 აპრილს საქართველოში წვიმა, თოვლი და ქარბუქია მოსალოდენლი

03.04.2020 ‘სამხრეთის კარიბჭეს ტელეფონი იციან და ჩვენი არა?!’ – ადიგენის მერის პასუხი აბასთუმნის მოსახლეობას

03.04.2020 წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის რიტუალს 10-15 ადამიანი დაესწრება

03.04.2020 რა შემთხვევაში გააგრძელებენ კომპანიები მუშაობას – ეკონომიკის მინისტრის განმარტება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ადვოკატი 24 წლის ახალგაზრდის მკვლელობაში ბრალდებულის გათავისუფლებას ითხოვს
ნინოწმინდაში, 24 წლის ახალგაზრდის მკვლელობის საქმეზე  პოლიციელები დაიკითხნენ
ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს 17–წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს
ნინოწმინდაში, 24 წლის ახალგაზრდის მკვლელობაში ბრალდებული ბრალს აღიარებს
ხევაშენში გარდაცვლილი ახალგაზრდის საქმეში ბრალდებულს 5–წლიანი პატიმრობა მიესაჯა
ბებიისა და შვილიშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულის განაჩენს უზენაესში გაასაჩივრებენ
სამი ახალგაზრდის მკვლელობაში მსჯავრდებულისთვის  ვადიან სასჯელს ითხოვენ