FM97.5 / LIVE

მედიკოსები მცირე ხელფასებს უჩივიან

მთავარი 11.03.2013
ახალქალაქის რაიონული საავადმყოფოს სამშობიარო განყოფილების მედდები დაბალ ანაზღაურებაზე ჩივიან, რომელიც იგვიანებს კიდეც. თუმცა, სამსახურის დაკარგვის შიშით. არაფრის გაკეთებას არ აპირებენ.

მედიკოსები მცირე ხელფასებს უჩივიან

გასული წლის ოქტომბერში ახალქალაქის რაიონული საავადმყოფო სადაზღვევო კომპანია „ალდაგი ბისიაი“-მ იყიდა. მას შემდეგ სამედიცინო პერსონალი მუდმივად დაგვიანებულ და დაბალ ხელფასებს უჩივის.

„როდესაც ”ალდაგმა” საავადმყოფო იყიდა, ხელი მოვაწერეთ კონტრაქტს, რომლის მიხედვითაც დარიცხული ხელფასი უნდა ყოფილიყო 240 ლარი, ხელზე კი 200 ლარი აგვეღო. თუმცა რაც ”ალდაგმა” საავადმყოფო შეიძინა, ეს ხელფასი არ აგვიღია. გვეუბნებიან, რომ დავმშვიდდეთ, ვნახოთ შემდეგ რა იქნება. ჩვენ საპროტესტო აქციებსაც ვერ ვმართავთ, რომ ვიჩივლოთ. ვფიქრობთ, რომ 1 ივნისამდე დავიცდით, როცა მშობიარობა უფასო გახდება, მერე ვნახავთ, რა შეიცვლება“, – ამბობს ერთ–ერთი მედდა. ჩვენმა რესპონდენტებმა – სამშობიარო განყოფილების მედდებმა გვთხოვეს, რომ მათი ვინაობა არ დაგვესახელებინა.

მედდების თქმით, მათ ახლა სამსახურის დაკარგვის ეშინიათ, ამიტომ, ერთმანეთთან შეთანხმებით, სამსახურის ჯერჯერობით შენარჩუნება გადაწყვიტეს.

„ჩვენ ყველანი დავრჩით ჩვენს სამსახურში, რათა შემცირებები არ ყოფილიყო, მაგრამ ეს 50-60 ლარი არაფერია, საშუალოდ 100 ლარი მაინც იყოს, რომ მუშაობა ღირდეს. იანვრის ხელფასი 4 მარტის საღამოს ჩაგვირიცხეს, თებერვლისას კი ალბათ მაისში მივიღებთ“, – ამბობს მეორე მედდა.

ახალქალაქის რაიონული საავადმყოფოს დირექტორი ალექსანდრე ტოროიანი ამბობს, რომ ხელფასების დაგვიანება არ ხდება, ხელფასის სიდიდე კი თავად დირექტორსაც არ აწყობს.

„ასე არ ხდება, ხელფასები ყველამ აიღო. იანვრისაც და თებერვლისაც ყველამ მიიღო. ისინი ალბათ პატარა ხელფასზე ჩივიან და არა იმაზე, რომ არ აუღიათ, ეს სხვადასხვა თემაა. 2–3 თვე ხელფასი რომ არ გადაგვეხადა, ასეთი ფაქტი ჩვენთან არ ყოფილა, პატარა ხელფასზე კი ყველა ჩივის. ჩვენი ექიმებიც და მეც უკმაყოფილო ვარ“, – ამბობს ალექსანდრე ტოროიანი.

კერძო კომპანიის მიერ საავადმყოფოს შეძენის მომენტიდანვე ხელფასების დაანგარიშების საკითხი მედპერსონალსთვისაც და საავადმყოფოს ხელმძღვანელობისთვისაც შეშფოთების საგანი იყო. რამდენიმე სისტემამ, რომლის მიხედვითაც ხელფასების დაანგარიშება და გაცემა სცადეს, არ გაამართლა. გასულ წელს იყო დაპირება, რომ ამ წლის დასაწყისიდან ექიმებისა და დანარჩენი მედპერსონალის ანაზღაურება მკვეთრად უნდა გაზრდილიყო, თუმცა, 2013 წლის უკვე მესამე თვე დაიწყო და ხელფასები დღემდე არ გაზრდილა.

„არის კონტრაქტის ფორმა, რომელსაც ჩვენ ხელი მოვაწერეთ, ახლა კი მივმართეთ ჩვენს ზემდგომებს, რომ ამ კონტრაქტებში დაფიქსირებული ხელფასი გადაიხედოს. ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ამ საკითხზე“, – ამბობს ალექსანდრე ტოროიანი.

სამშობიარო განყოფილების მედდები გაოცებული არიან იმ ფაქტით, რომ როდესაც მშობიარობის გადასახადი დღევანდელთან შედარებით ნაკლები იყო, ისინი – მედდები გაცილებით მეტს იღებენ. ახლა მშობიარობის ღირებულება გაზარდეს, მედდებს კი ხელფასი შეუმცირეს.

„ალდაგამდე სხვადასხვა სიდიდის ხელფასებს ვიღებდით, ეს მშობიარობების რაოდენობაზე იყო დამოკიდებული, ზოგიერთ თვეში 250–300 ლარსაც ვიღებდით. ახლა ვისთვის ვმუშაობთ, თავადაც არ ვიცით, ძალიან მცირე პროცენტს გვაძლევენ, მშობიარობისთვის კი ხალხი 500 ლარს იხდის“, – ამბობს ერთ–ერთი მედდა.

მედდებს იმედი აქვთ, რომ რაიმე შეიცვლება და თანაც უკეთესობისკენ.

[აღუნიკ აივაზიანი, ახალქალაქი ]


18.09.2020 1046 სტუდენტი სწავლის გასაგრძელებლად სომხეთში დაბრუნდება

18.09.2020 1920 წელი: მესხეთ-ჯავახეთში ახალი სკოლები არსდება

15.09.2020 საფეხური: როგორ იცავენ რეკომენდაციებს ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

15.09.2020 ქალაქ ახალციხის სკოლებში 366 პირველკლასელი მივიდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

18.09.2020 როგორი ამინდია მოსალოდნელი დასვენების დღეებში სამცხე–ჯავახეთში

18.09.2020 ახალქალაქის მერიასთან სოფელ ოლავერდის მოსახლეობამ აქცია გამართა

18.09.2020 ნინოწმინდის მერიაში შვიდ პოზიციაზე 30 განაცხადი შევიდა

18.09.2020 ახალციხელი სპორტსმენი უკრაინაში საერთაშორისო ტურნირში იბრძოლებს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

16.09.2020 SKამბები: მიქელ თამარათი [აუდიო]

10.09.2020 SKამბები: უშახტოდ დარჩენილი მეორე შახტა [აუდიო]

03.09.2020 SKამბები: თუთუნიდან – სოფლის დაცლამდე [აუდიო]

26.08.2020 SKამბები: წირელი პეტროსიანები [აუდიო]

მსგავს თემაზე

ძვირი მშობიარობა და ადგილობრივი საავადმყოფოს ალტერნატივა
”უნიმედი სამცხეს” მედ-პერსონალი ტოვებს
ახალქალაქის სამშობიაროში "მაღარიჩს" დღემდე იხდიან
არათანაბარი დანამატი პედაგოგების ხელფასზე
ექიმები ახალციხის საავადმყოფოდან ’ალდაგი ბისიაის’გასვლას ითხოვენ
2016 წლის აპრილიდან მასწავლებელთა საშუალო ხელფასი 600–700 ლარი იქნება
‘თეატრი დაშლის პირას იყო და გუბერნატორს შევხვდით’– მსახიობები ხელფასის მომატებას ითხოვენ