FM97.5 / LIVE

”რესპუბლიკელების” უჩვეულო გააქტიურება ჯავახეთში

მთავარიპოლიტიკა 17.02.2013
“რესპუბლიკურმა პარტიამ” ახალქალაქში აქტიური მუშაობა დაიწყო. პარტიას 122 რეგისტრირებული წევრი და 700-მდე პარტიაში გაწევრიანების მსურველი ჰყავს. საკრებულოში შეიქმნა ”რესპუბლიკელების” სამწევრიანი ფრაქციაც, სადაც სამივე წევრი ყოფილი ”ნაციონალია”.

”რესპუბლიკელების”  უჩვეულო გააქტიურება ჯავახეთში

რესპუბლიკურმა პარტიამ ახალქალაქში მუშაობა სამი თვის წინ დაიწყო. პარტიის ახალქალაქის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ტატულ ჰაკობიანია.

პარტიის 122 წევრიდან 30 ქალაქ ახალქალაქში ცხოვრობს, დანარჩენები მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფელში. 122-დან 30 წევრი ეროვნებით ქართველია, ერთი კი ეროვნებით რუსი.

”რესპუბლიკელთა” თქმით, მათი პარტია განსაკუთრებულ ყურადღებას ქალბატონებს უთმობს. მათი მიზანი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მეტი ქალბატონის ჩართვაა. ახალქალაქის ოფისში უკვე 30 ქალბატონია რეგისტრირებული.

„შეიქმნა პარტია, რომელსაც, შემიძლია თამამად განვაცხადო, რომ დიდი ფასი აქვს ჩვენი ერისთვის და ზოგადად, ხალხისთვის, რადგან დღეს საქართველოს რესპუბლიკური პარტია კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ შედის, ეს უკანასკნელი კი სახელმწიფოს სტრუქტურული ხელმძღვანელია. ამისგან დამოუკიდებლად, ”საქართველოს რესპუბლიკური პარტიის” ორიენტირი ევროპული სტანდარტებია. ჩვენ კი ვიცით, რომ სწორედ ევროპულმა სახელმწიფოებმა დააარსეს და ხელი მოაწერეს ევროპულ ქარტიას ეროვნული უმცირესობების პრობლემებზე, რომელიც ჩვენს მოსახლეობას ჰაერივით ჭირდება, რათა ჩვენ საქართველოს სრულფასოვანი მოქალაქეები ვიყოთ“, – ამბობს ”საქართველოს რესპუბლიკური პარტიის” წარმომადგენელი ჯავახეთში დავით ველიქიანი.

ველიქიანი 1954 წელს ახალქალაქში დაიბადა. 1977 წელს კიშინიოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაამთავრა, 1985 წლიდან კი ახალქალაქში ცხოვრობს და აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას ეწევა.

იანვრის შუა პერიოდში ახალქალაქის საკრებულოში ”რესპუბლიკელებმა” შექმნეს ფრაქცია „ქართული ოცნება – რესპუბლიკელები“. ამ ეტაპზე ფრაქციაში მხოლოდ სამი ადამიანია – სამივე „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრები. ფრაქციის თავმჯდომარე სარგის უზუნიანია, წევრები კი ახალქალაქის რაიონული საავადმყოფოს მენეჯერი ალექსანდრე ტონოიანი და ალასტანის საჯარო სკოლის დირექტორი რაფიკ ქეთციანი.

ფრაქციის თავმჯდომარე ერთი პარტიიდან მეორეში გადასვლას ასე განმარტავს: „ამომრჩევლის ნდობით ვსარგებლობ, რადგან ახალქალაქის საკრებულოს დეპუტატი ვარ, მე მაქვს ჩემი ამომრჩევლების ხმები. დანაპირების შესასრულებლად, რაც ჩემს ამომრჩეველს მივეცი, ხელმძღვანელობასთან თანამშრომლობისთვის, ”რესპუბლიკელთა” პარტიაში გადავედი“.

სარგის უზუნიანი ”რესპუბლიკური პარტიის” წევრი 2012 წლის 15 დეკემბერს გახდა. ამბობს, რომ ყურადღებით შეისწავლა პარტიის პროგრამა და მიიჩნევს, რომ ის ეროვნულ და სახელმწიფოებრივ ინტერესებს შეესაბამება.

რაიონული საავადმყოფოს მენეჯერი ალექსანდრე ტონოიანი ორ თვეზე მეტია ”რესპუბლიკური პარტიის” წევრია. მისი განმარტება პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ გადასვლაზე ასეთია: „ესაა ერთადერთი სტრუქტურა, რომელიც მოსახლეობის აზრის გაგებას და მათი პრობლემების მოგვარებას ცდილობს. მათი წევრი ამ პროცეში მონაწილეობისთვის გავხდი“.

”რესპუბლიკური პარტიის” ოფისში ახალქალაქის საკრებულოს წევრების „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ”რესპუბლიკელთა” რიგებში გადასვლას იმით განმარტავენ, რომ უბრალოდ, ყველა ორგანიზაცია, რომელსაც საკუთარი პროგრამის შესრულება სურს, ხელისუფლებისკენ ისწრაფვის.

რესპუბლიკური პარტიის ახალქალაქის ოფისი აქტიურ მონაწილეობას მიიღებს როგორც საპრეზიდენტო არჩევნებში, ისე 2014 წლის ადგილობრივ არჩევნებში, თუმცა, პარტიას ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, ამ არჩევნებში მათ მონაწილეობას კონკრეტულად რა ფორმა ექნება.

[შუშან შირინიანი, ახალქალაქი]


03.07.2020 რა უნდა გაითვალისწინონ აბიტურიენტებმა – გამოცდების ჩატარების წესები დაზუსტდა

02.07.2020 აბიტურიენტები PCR-ტესტირების ჩატარებას სამცხე–ჯავახეთის 3 კლინიკაში შეძლებენ

02.07.2020 როგორ უნდა აიმაღლოს პრაქტიკოსმა მასწავლებელმა სტატუსი

02.07.2020 გამოცდის მსვლელობისას აბიტურიენტს პირბადის გაკეთება არ მოუწევს - გიორგი გახარია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

03.07.2020 შაბათ–კვირას სამცხე–ჯავახეთში იწვიმებს

03.07.2020 ეროვნულ გამოცდებზე ბორჯომიდან ახალციხემდე აბიტურიენტები უფასოდ იმგზავრებენ

03.07.2020 ბაკურიანში ზაფხულის სეზონი 10 ივლისს გაიხსნება

03.07.2020 სამცხე-ჯავახეთის მუზეუმმა 11 დღეში 230 ვიზიტორი მიიღო

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

„რესპუბლიკური პარტია“ ახალციხეში თავმჯდომარემ და წევრებმა დატოვეს
”რესპუბლიკელებმა” ახალციხეში თავმჯდომარე აირჩიეს
"რესპუბლიკელებმა" პარტია ადიგენშიც დააფუძნეს
ახალქალაქის ხელისუფლებაში ცვლილებები ”ოცნების” სცენარს  ასცდა
'რესპუბლიკელებმა' ჯავახეთში მცხოვრებლებს მაჟორიტარობის კანდიდატი წარუდგინეს
'რესპუბლიკური პარტია' საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას
დაპირისპირება ‘რესპუბლიკელების’ ახალციხის ორგანიზაციაში