FM97.5 / LIVE
">

სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და USAID-ის პროექტის "ზრდა საქართველოში" შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა [R]

მთავარირეკლამა 28.10.2016
სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და USAID-ის პროექტის "ზრდა საქართველოში“ ხელმძღვანელმა, ბრაიან კინგმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს სოფლის მეურნეობის ექსტენციის სახელმწიფო სერვისცენტრების (AICCs) ხელშეწყობას, ფუნქციონირების გაუმჯობესებასა და შესაძლებლობების ზრდას.

სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და USAID-ის პროექტის "ზრდა საქართველოში" შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა [R]

მემორანდუმის ფარგლებში, რეგიონებში განთავსებულ სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრებს გადაეცემათ ლაბორატორიული აღჭურვილობა, რომლის საშუალებითაც ექსტენციის სპეციალისტები დაავადებების აღმოჩენას და ფერმერთათვის კონსულტაციის გაწევას ადგილზე შეძლებენ.

,,სოფლის მეურნეობის სამინისტრო USAID-თან უკვე წლებია წარმატებით თანამშრომლობს. შედეგად, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, რომელიც სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებას, ფერმერთა კონკურენტუნარიანობის ზრდას და სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას უწყობს ხელს. დღეს გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, USAID-ი სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურებს ფუნქციონირების გაუმჯობესებისთვის მნიშვნელოვან ტექნიკურ დახმარებას გაუწევს“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

როგორც USAID-ის პროექტის ,,ზრდა საქართველოში“ ხელმძღვანელმა, ბრაიან კინგმა აღნიშნა, ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმება კიდევ ერთხელ ადასტურებს ურთიერთობას საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობებს შორის აქტიურ თანამშრომლობას. სამინისტროს და USAID-ის ერთობლივი მუშაობა სოფლის მეურნეობა განვითარებას და ახალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დანერგვას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.

მემორანდუმი USAID-ის მიერ დაფინანსებული პროექტის ,,ზრდა საქართველოში“ ფარგლებში გაფორმდა. „ზრდა“ ხუთწლიანი პროგრამაა, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ექვსი რეგიონის 70 თემში მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას. პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, მცირე და საშუალო საწარმოების და შიდა მეურნეობების განვითარებას, სოფლის მოსახლეობის შემოსავლების ზრდას ადგილობრივი თემების გაძლიერების მიზნით, მეწარმეებსა და მყიდველებს შორის საბაზრო ურთიერთობების ჩამოყალიბებასა და ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას ბიზნესკავშირების დამყარებისა და გაძლიერების მეშვეობით.

მხარეები მემორანდუმით გათვალისწინებული მოვალეობების შეასრულებას 2016 წლის 1 ნოემბრიდან დაიწყებენ. სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და USAID-ის ‘ზრდა’’ პროექტის თანამშრომლობა ითვალისწინებს სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების წარმოების ხელშეწყობას, სოფლის მეურნეობით დაკავებული მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას და სასოფლო-სამეურნეო უნარ-ჩვევების განვითარებას.
მემორანდუმის გაფორმების ღონისძიებას სოფლის მეურნეობის სამინისტროს და USAID-ის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

[sknews.ge]


06.07.2020 ‘საშუალო სირთულის ტესტი იყო’ - პირველი გამოცდა დასრულდა

06.07.2020 ახალციხის საგამოცდო ცენტრში 7 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

06.07.2020 ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

05.07.2020 ეროვნული გამოცდები და რეკომენდაციები

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

07.07.2020 პროტესტი სათხეში – რატომ გადაკეტეს გზა ადგილობრივებმა

06.07.2020 რატომ ვერ შენდება აბასთუმანში ავტოსადგომი - 9 მილიონიანი ტენდერი მესამედ გამოცხადდა

06.07.2020 ახალციხის 4 სოფელში სტიქიის მიერ მიყენებულ ზარალს ითვლიან

06.07.2020 'გამოსხივების გამო ცუდად ვხდებით' – ბოლაჯურში მაგთის ანძის გადატანას ითხოვენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

აშშ-ის მთავრობის მორიგი მხარდაჭერა  საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს [R]
შეხვედრა იტალიის სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებთან [R]
სახელმწიფო პროგრამების „დანერგე მომავალი“ და „ქართული ჩაი“ ბენეფიციარები GLOBAL GAP სტანდარტის  დანერგვას შეძლებენ [R]
FAO–მ სოფლის მეურნეობის პროდუქტების საბაზრო ფასების მონიტორინგი დაიწყო
ბორჯომში სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სამუშაო შეხვედრა გამართა
აგროწარმოების სასერტიფიკატო პროგრამის სტანდარტები-თანამშრომლობის მემორანდუმი [R]
ლევან დავითაშვილი თხილის გადამამუშავებელი საწარმოს მუშაობის პროცესს გაეცნო [R]