FM97.5 / LIVE

საფარის გზის მშენებლობა დასრულდა

მთავარისიახლე, ეკონომიკა 20.10.2016
ახალციხეში, სამონატრო კომპლექს საფარასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დასრულდა. განახლებული გზა დღეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა მოინახულა.

საფარის გზის მშენებლობა დასრულდა

საფარის გზის მშენებლობის პროექტს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებდა. საფარის ისტორიულ კომპლექსამდე მისასვლელი 7.2 კმ–ის სიგრძის მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის, 3.198. 099 ლარი იყო განსაზღვრული.

საფარის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერი 2015 წლის 19 სექტემბერს გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 3.487,567 ლარი იყო. ტენდერში შვიდი კომპანია მონაწილეობდა და გაიმარჯვა „საგზაო სამშენებლო სამმართველო №1“–მა, 3.198. 099 ლარით. ფონდსა და კომპანიას შორის ხელშეკრულება 2015 წლის 21 დეკემბერს გაფორმდა. სამუშაოები 2016 წლის მარტში დაიწყო და დასრულების ვადად 12 თვე იყო განსაზღვრული. თუმცა, როგორც ფონდში აცხადებენ, სამუშაოები ხუთი თვით ადრე დასრულდა.

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი საფარის მონასტერი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ახალციხედან დაახლოებით 10 კილომეტრში მდებარეობს. სარეკონსტრუქციო სამუშაოების დაწყებამდე მონასტერთან გრუნტის გზა მიდიოდა. წვიმიან ამინდში გზა იმდენად ტალახდებოდა, რომ ძეგლთან მისვლა, როგორც ფეხით, ასევე ტრანსპორტით შეუძლებელი ხდებოდა.

"პროექტის ფარგლებში სარეაბილიტაციო მონაკვეთზე დაიგო 2 ფენიანი ასფალტ-ბეტონის საფარი, მოეწყო ბეტონის პარაპეტები და ლითონის თვალამრიდები, ჩატარდა გზის მონიშვნის სამუშაოები. სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად მონასტერთან მისვლა გაუმარტივდება, როგორც მრევლსა და სამონასტრო კომპლექსში მცხოვრებ ბერებს, ასევე, ტურისტებს", – აცხადებენ მუნიციპალური განვითარების ფონდში.

[sknews.ge]


23.09.2020 საფეხური: ბორჯომის ბაღებში სწავლის დაწყების ნებართვას ელოდებიან [აუდიო]

21.09.2020 სამცხე-ჯავახეთის 20 სკოლაში 25 ვაკანტური ადგილია

21.09.2020 ახალქალაქის 8 სოფელში მცირე ბიბლიოთეკები მოეწყო

18.09.2020 1046 სტუდენტი სწავლის გასაგრძელებლად სომხეთში დაბრუნდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

22.09.2020 1 აშშ დოლარის ღირებულება 3.25 ლარი გახდა

22.09.2020 სამცხე–ჯავახეთში წვიმა და ელჭექია ნავარაუდევი – კვირის პროგნოზი

22.09.2020 GMPP–ის შესარჩევი კონკურსი რეგიონული ონლაინ მედიისთვის

21.09.2020 როცა პანდემიაა და სამცხე-ჯავახეთში ჯანდაცვის რგოლი დუმს - ვინ და რატომ არ აკეთებს კომენტარს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

23.09.2020 SKამბები: 'მრავალგვაროვანი' კლდე [აუდიო]

16.09.2020 SKამბები: მიქელ თამარათი [აუდიო]

10.09.2020 SKამბები: უშახტოდ დარჩენილი მეორე შახტა [აუდიო]

03.09.2020 SKამბები: თუთუნიდან – სოფლის დაცლამდე [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხიდან საფარამდე მისასვლელი გზა  10 წუთში დაიფარება
სამინისტრო: საფარის მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა დასრულების ეტაპზეა
გიორგი კვირიკაშვილი:  საფარის მონასტრამდე მისასვლელი გზა მნიშვნელოვანია ბევრი თვალსაზრისით
აგარების მონასტერამდე მისასვლელი გზის მშენებლობა დაიწყო
ასპინძაში რაგბის სტადიონთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
გიორგი კვირიკაშვილმა საფარის მონასტერი მოილოცა
აგარების მონასტერთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია იწყება