FM97.5 / LIVE

მუნიციპალური განვითარების ფონდი ბორჯომში მასშტაბური პროექტებს განხორციელებას გეგმავს

მთავარისიახლე, ეკონომიკა 30.09.2016
29 სექტემბერს ბორჯომში მუნიციპალური განვითარების ფონდის ხელმძღვანელი ჯუანშერ ბურჭულაძე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდა. ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ბორჯომში მიმდინარე და მომავალ წელს დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა.

მუნიციპალური განვითარების ფონდი ბორჯომში მასშტაბური პროექტებს განხორციელებას გეგმავს
ჯუანშერ ბურჭულაძის განმარტებით უახლოეს მომავალში დასრულდება წაღვერი-ლიკანის წყალსადენის ქსელის მოწყობა, რომელიც მოსახლეობას სუფთა სასმელი წყლით უზრუნველყოფს.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე ბაკურიანის ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხს და იმ სამომავლო პროექტებს, რომლებიც ფონდის მიერ ადგილობრივ თვითმმართველობაში იქნება განხორციელებული.

„იქიდან გამომდინარე, რომ ბაკურიანი საკურორტო ზონაა, უმნიშვნელოვანესია ტურისტებს ყველანაირი პირობა ჰქონდეს შექმნილი დასვენებისათვის. პრიორიტეტად ბაკურიანში კვლავ რჩება გზების კეთილმოწყობის საკითხი. სასიხარულოა, რომ უახლოეს მომავალში დაიწყება ბაკურიანში 12 ქუჩისა და 4 საფეხმავლო გზის რეაბილიტაცია. ეს გარდამავლი პროექტი იქნება, სამუშაოები წელს დაიწყება და მომავალ წელს გაგრძელდება“- განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

მისი თქმით, ფონდი სამომავლოდ ბაკურიანის პარკის მოწყობას, ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის რეაბილიტაციას, რომანოვების სასახლის პროექტირება-რეაბილიტაციას, ცენტრალური-ისტორიული პარკის განვითარების პროექტის შემუშავებას და ისტორიულ პარკთან დამაკავშირებელი ბილიკის მოწყობას დააფინანსებს.

შეხვედრას ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელი დიმიტრი ყიფიანი და გამგებლის პირველი მოადგილე ანზორ სვანიძე, მუნიციპალიტეტის თანამშრომლები და ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

წყარო:ბორჯომის მუნიციპალიტეტი.

[sknews.ge]


23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

15.10.2020 უნივერსიტეტებს შეუძლიათ ლექციები 19 ოქტომბრიდანაც დისტანიურად ჩაატარონ – გახარია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

22.10.2020 ნინოწმინდაში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

21.10.2020 ‘ხშირად ჰგონიათ რომ შეღებილია’ – ვალელი ფერმერის იასამნისფერი კომბოსტო [ფოტო/ვიდეო]

20.10.2020 ისრაელის ელჩმა ახალციხის უძველესი სინაგოგა მოინახულა

20.10.2020 ახალციხის მუნიციპალიტეტი ღია მმართველობის გლობალურ პარტნიორობას შეუერთდა ®

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბაკურიანში თოვლის გამწმენდ მანქანებს ყიდულობენ
ბაკურიანში შემოვლითი გზის მშენებლობა მიმდინარეობს
შემოდგომით ბორჯომის პარკის რეაბილიტაცია იგეგმება
ბორჯომის პარკის განვითარების გეგმა კონკურსანტებმა ჟიურის წარუდგინეს [R]


ბაკურიანში საფეხმავლო და ველობილიკის მოწყობა იგეგმება
ბაკურიანში შემოვლითი გზის სამ კილომეტრზე მშენებლობა დასრულდა
ბორჯომში დაგეგმილი 5 ინფრასტრუქტურული პროექტიდან 2 ჯერ არ დასრულებულა